Picture
ჩინური კომპანიების ხელმძღვანელები თეთრკანიან მამაკაცებს წარმატების მისაღწევად ქირაობენ. სხვადასხვა წარმატებული ბიზნეს კომპანია ევროპული გარეგნობის მამაკაცს ქირაობს, რათა კომპანიაში საერთაშორისო სტილი შემოიტანოს. ეს ძალიან წარმატებული ბიზნეს-ტაქტიკაა. იმისთვის, რომ კომპანიაში აგიყვანონ, საჭიროა თეთრი კანი, ენების ცოდნა და მოხდენილი გარეგნული იმიჯი. საქმის ცოდნა აუცილებელი არ არის. ის მამაკაცები, რომლებიც ამ ტიპის სამსახურს თანხმდებიან, საათობრივ ანაზღაურებაზე მყოფი მოდელის, ან მსახიობის ამპლუას ირგებენ. 

"დასავლეთის ქვეყნები ძალიან განვითარებულია და ჩინელები თვლიან, რომ თუკი უცხოელს დაიქირავებენ,


 
Picture
"ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიაში ქართველი მომღერლებიც ჩაერთნენ. ნინო ჩხეიძემ, ანრი ჯოხაძემ, ნინი ბადურაშვილმა, ეკა კახიანმა, ლელა წურწუმიამ, ჯგუფმა "სეიშენმა" და სხვა ცნობილმა მომღერლებმა უკვე გამართეს კონცერტები სურამში, ბაკურიანსა და სხვა რეგიონებში. წინასაარჩევნოდ ქვეყნის მასშტაბით უფასო კონცერტების გამართვა არავის უკვირს, მაგრამ წლევანდელ კონცერტებზე მომღერლები საჯაროდ გამოხატავენ თავიანთ სიმპათიას მმართველი პარტიის მიმართ და არც ამა თუ იმ რეგიონის გუბერნატორებს უკარგავენ "ხალხისთვის გაწეულ შრომას". "ნაციონალური მოძრაობის" მაისურებს კი სცენიდანაც ისვრიან და ხალხშიც არიგებენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" არ ამხელენ, რა თანხაა გამოყოფილი ამ კონცერტებისთვის. სურამის "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის ხელმძღვანელმა "ინფო 9"-სთან საუბარში განაცხადა, რომ არ იცის, საიდან და რა თანხა გამოიყო კონცერტისთვის. "ყველა სიახლე" ჯგუფ 


 
Picture
საქართველოს მთავრობა კოალიცია "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" ლობისტების მიერ გავრცელებულ ბრალდებას, რომ ხელისუფლებამ გაყინა "ქართული ოცნების" ან მასთან 


 
Picture
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყველაზე უიღბლო ფოტომ, სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი გამოიწვია. ფოტო შემთხვევით არის გადაღებული პუტინის სელიგერში ვიზიტისას (2012 წელი). 


 
Picture
სტეროიდების მიღებამ 28 წლის ამერიკელი შანია აისი იშვიათ დაავადებამდე მიიყვანა.

მან 3 წლის წინ ალერგიული რეაქცია გადაიტანა, რის შემდეგაც ექიმმა სტეროიდების მიღება გამოუწერა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კოშმარი ახალგზარდა ქალისთვის.


 
Picture
ქემფერი — სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში (ცოცხნარის თემი), მდებარეობს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 800 მეტრზე, ხაშურიდან 11,5 კმ სურამიდან — 6,5 კმ. 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 145 კომლი, სულ 466 ადამიანი. 

სოფელი ქემფერი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება 1715 წელს შედგენილ რუის-ურბნისის სამწყსოს დავთარში, რომლის მიხედვით ამ პერიოდისათვის სოფელში 


 
Picture
აგვისტოს ომიდან 4 წელიწადი გავიდა, მაგრამ იმ ხუთდღიანი ომის შესახებ რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელებას განაგრძობს. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ რუსულ სამხედრო საიტზე საინტერესო სტატიას წავაწყდით. მასში რუსი სამხედრო მფრინავის ივან კონიუხოვის "საგმირო საქმეებზეა" საუბარი.

სტატიიდან, რომლის ავტორიც "კრასნაია ზვეზდაა" (რუსეთის თავდაცვის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო), ვიგებთ, რომ მაიორი კონიუხოვი ომის დაწყებამდე კრასნოდარის მხარეში სამხედრო აეროდრომზე ინსტრუქტორად მუშაობდა. 8 აგვისტოს მისი ნაწილი საქართველოსთან უფრო ახლოს - ბუდიონოვსკის აეროდრომზე გადმოისროლეს. აქ დისლოცირებული ნაწილი უკვე მონაწილეობდა საქართველოს დაბომბვებში და რამდენიმე თვითმფრინავიც დაკარგა.


 
Picture
ისლანდიის დედაქალაქში პენისების მუზეუმი გაიხსნა. ადგილობრივი პედაგოგი სიგურდურ ხიარტარსონი სხვადასხვა სახეობის ცხოველის პენისებს 15 წლის განმავლობაში აგროვებდა.

პენსიაზე გასვლის შემდეგ ასაკოვანმა პედაგოგმა საკუთარი კოლექცია (280 ექსპონატი) მუზეუმში გამოფინა. კოლექცია სხვადასხვა სახეობის 95 ცხოველის ორგანოს მოიცავს. კოლექციონერის სიმაყეს კი ადამიანის ერთადერთი პენისი წარმოადგენს, რომელიც ოდესღაც ისლანდიელ ფაშისტს ეკუთვნოდა. ის 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.


 
Picture
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატმა ფეხბურთელების დარად სახელი გაუთქვა მათ ლამაზმან გულშემატკივრებსაც, რომლებსაც მოედანზე განვითარებული მოვლენების პარალელურად არაერთხელ გაუბრწყინიათ ტელეეკრანებზე. მათ შორის, იყო პოლონელი მოდელი ნატალია სივიეცი, რომელიც ეროვნული ნაკრების მატჩებს შთამბეჭდავი დეკოლტეთი ერთგულად ქომაგობდა. ევრო-2012-ის წყალობით, ნატალია ინტერნეტის ვარსკვლავად და ბევრისთვის სასურველ ქალბატონად იქცია.



 
Picture
"თბილისობა 2012"  6 და 7 ოქტომბერს გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, ტრადიციულად, მეიდანზე დაიდგმება საწნეხელი, სადაც ყურძნის დაწურვის პროცესში თბილისელები და სტუმრები მიღებენ მონაწილეობას.

დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებებიც.