Picture
ნევადას შტატში, ქალაქ რინოს ერთ-ერთ კაზინოში შეღწევას ველური პუმა ცდილობდა. კაზინოს კლიენტების განცხადებით, ცხოველი გამთენიისას გამოჩნდა და შენობაში შესვლა კარიდან სცადა. თვითმხილველები იხსენებენ, რომ პუმამ მბრუნავი კარის გაღება ვერ შეძლო და ბოლოს შეშინებული უახლოესი სავაჭრო ცენტრის ტერასის ქვეშ დაიმალა. 

ადგილზე მისულმა ცხოველთა დაცვის ბრიგადამ ველური კატის დაძინება ტრანკვილიზატორებით შეძლო. მათ ცხოველი ნევადას უნივერსიტეტში გადაიყვანეს, სადაც მეცნიერული კვლევის მიზნით სხეულზე კამერას მიამაგრებენ. ამის შემდეგ პუმა კვლავ ბუნებას დაუბრუნდება. 

ცხოველთა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელის, კრის ჰილის განმარტებით, 


 
 
Picture
მსოფლიოში ყველაზე პატარა კვიცი ამერიკაში, ნიუ-ჰემფშირის შტატში ცხოვრობს. კვიცი სახელად აინშტაინი 35 სანტიმეტრია და 2.7 კილოგრამს იწონის. აინშტაინი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშიც კი შევიდა.


 
 
Picture
ბრიტანული ტაბლოიდის The Sun-ის ინფორმაციით, ბრაზილიაში მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი არსება აღმოაჩინეს. არსებას თვალები და ფილტვები არ აქვს.


 
 
Picture
ძაღლმა საკუთრი პარტონი გარდაუალ სიკვდილს გადაარჩინა. ქვეწარმავალი სახლის ბაღში შევიდა, ამ დროს ეზოში ძაღლმა დაინახა მოძრავი არსება და არ დააყოვნა, რითაც თავისი პატრონი შესაძლო სიკვდილს გადაარჩინა.  იხილეთ ფოტოები:


 
 
Picture
ეს გორილები ძმები არიან, მათ კეშო და ალფი ქვია. გორილები ინგლისურ ზოოპარკ Longleat Safari Park-ში ცხოვრობენ. დაახლოებით 3 წლის წინ 13 წლის კეშო წაიყვანეს იშვიათი ცხოველების გამრავლების პროგრამისათვის. რამოდენიმე დღის წინ ის დააბრუნეს ზოოპარკში. 9 წლის ალფს ძალიან გაუხარდა ძმის დანახვა.


 
 
Picture
ნორვეგიის ჩრდილოეთით, სოფელ იარფორდში, ერთ-ერთ კერძო სახლში 4 დათვი შეიჭრა. მათ სახლში არსებული 100 ქილა ლუდი დალიეს და შეჭამეს ყველა ტკბილეული, მათ შორის თაფლი და შოკოლადის პასტა. 

როგორც სახლის პატრონმა, ივენ ბორტენ ნილსენმა განაცხადა, დათვები სახლში გვიან ღამით შევიდნენ. შენობაში არავინ იყო. 

ნილსენის განცხადებით, სახლში ერთი დიდი დათვი და სამი ბელი შეიჭრა. ცხოველებმა სახლი ყირაზე დააყენეს. დაამტვრიეს ავეჯი და სამზარეულოს აღჭურვილობა. 


 
 
Picture
ისრაელის პოლიცია უცნაურ ექსპერიმენტს იწყებს, რომელიც პოლიციის ძაღლების თაგვებით ჩანაცვლებას გულისხმობს. პოლიციელები ძაღლების ნაცვლად, ნარკოტიკზე მღრღნელებს "დაგეშავენ".

სამართალდამცავ ორგანოებში აცხადებენ, რომ თაგვების ამ მიზნით გამოყენების იდეა მათ "ჰაი-ტექ" კომპანია Bio Explorers-მა მიაწოდა. 


 
 
Picture
იაპონიის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პეპლის სახეობაში უჩვეულო გენეტიკური ცვლილებები გამოავლინა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მსგავსი მუტაციები ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა-1"-ზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია. 

სამეცნიერო შრომის შედეგები ამერიკულმა ჟურნალმა Nature-მა გამოაქვეყნა. იაპონელმა სპეციალისტებმა კვლევის დროს ფუკუსიმას პრეფექტურაში Pseudozizeeria maha-ს სახეობის წარმომადგენლების კოლექცია შეკრიბეს. 

დაჭერილ პეპლებს მეცნიერებმა მუტაციის ნიშნები - ძალიან პატარა ფრთები და თვალებზე ძლივს შესამჩნევი ღრმულები შენიშნეს. შემდგომმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ მომავალ