Picture
ქემფერი — სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში (ცოცხნარის თემი), მდებარეობს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 800 მეტრზე, ხაშურიდან 11,5 კმ სურამიდან — 6,5 კმ. 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 145 კომლი, სულ 466 ადამიანი. 

სოფელი ქემფერი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება 1715 წელს შედგენილ რუის-ურბნისის სამწყსოს დავთარში, რომლის მიხედვით ამ პერიოდისათვის სოფელში 

ცხოვრობს 11 კომლი. მათი გვარებია: ანჩაფიშვილი, მიხლანჯი, საბაიკიძე, ჭაბუკაძე, იმედაშვილი, ირემაძე, ხარატი, ტაბატაძე. სოფელი ცნობილი ქართველი მეცნიერის ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილ რუკაზე დატანილია ქემერტის სახელწოდებით, რომელიც მდებარეობს მდინარე ქემერტისწყლის (თანამედროვე მდინარე ტილიანა) ნაპირზე. XVIII საუკუნის ბოლოსათვის სოფელი უკვე ნასოფლარადაა ქცეული ლეკიანობის გამო. („კვალად აღსდგნენ ლეკნი და იწყეს ტყუენვა ქართლისა, დაესხნენ ორგზის ქარელსა და მოსწყვიდნეს მრავალნი მუნებურნი, კვალად მიუხდნენ და წარტყუენეს ყელქცეული აგრეთვე ქენფერი“ თეიმურაზ ბაგრატიონი „ახალი ისტორია“). XIX საუკუნის დასაწყისიდან კი იწყება სოფლის აქტიური დასახლება იმერული წარმოშობის მოსახლეობის მიერ (კერძოდ: ლაბაძეები ჩამოასახლეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშიდან, ლომიძეები - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევიდან ). 1832—1833 წლების კამერალური აღწერების მიხედვით ქემფერში ცხოვრობს 14 კომლი სულ 68 კაცი და 52 ქალი. იგივე აღწერების მიხედვით 1865 წელს ქემფრის მოსახლეობა შეადგენს 13 კომლს (8 სახელმწიფო და 5 ვალდებული), ხოლო 1886 წელს სოფელში უკვე 55 კომლი ცხოვრობს (166 კაცი და 127 ქალი, სულ 293ადამიანი), აქედან 19 კომლი იმერეთიდან გადმოსულები არიან. მათი გვარებია:ლაბაძე, ლომიძე, კიკნაძე, ბლიაძე, გოგილაძე, ჭანკოტაძე, ბარბაქაძე, თათარაშვილი, გიგაშვილი, გიკაშვილი და მურმანიძე.

ამჟამად სოფელში ცხოვრობენ:ლაბაძეები, ლომიძეები, ლომსაძეები, ქურდაძეები, გელაშვილები, თათარაშვილები და სხვ. 
წყარო: blogger

iBlogger

Picture
- ჯაბა ლაბაძე

- სურამის მეორე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი 

- დავიბადე 1977 წლის 23 დეკემბერს (ზუსტად იმ დღეს რა დღესაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად ილია II აირჩიეს), დავამთავრე სურამის მეორე საშუალო სკოლა. პედაგოგად ვმუშაობ 1994 წლის 20 ოქტომბრიდან დღემდე. 

Picture
გახდი iBlogger-ი

გსურს იხილო შენი ბლოგი ჩვენს კედელზე?! გახდი iBlogger-ი

 





Leave a Reply.