Picture
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ აბიტურიენტთა სია www.nice.ge-ზე  ხვალ განთავსდება. ამის  შესახებ „Georgian Daily News“-ს გამოცდების ცენტრში განუცხადეს.

ასევე ხვალ გამოქვეყნდება ინფორმაცია გრანტების შესახებ.


 
Picture
პერუს მოსახლეობის დიდ ნაწილს სჯერა, რომ ცხვრის სისხლი ბევრ დაავადებას კურნავს.

ამერიკული საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს ფოტოებს, სადაც ჩანს, თუ როგორ მიიყვანა მძიმე სენისგან "განსაკურნავად" ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ანა ავილემ თავისი მცირეწლოვანი შვილი,
 პერუში მდებარე ბაზარში


 
Picture
ორი ადამიანი დაიღუპა ჩინეთში, ქალაქ ხარბინში ხალხმრავალი ქუჩის ერთ-ერთი მონაკვეთის ჩავარდნის გამო. ტროტუარის ჩანგრევის შედეგად ორმოში 5 ადამიანი, მათ შორის, ორი პატარა ბავშვი აღმოჩნდა.

როცა ადგილზე მაშველები მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ ორმო 10 მეტრის სიღრმის იყო. მათ ბავშვებისა და კიდევ 


 
Picture
ასაკოვან ქალბატონს, მხოლოდ კეთილი ზრახვები ამოძრავებდა, როდესაც მან მე-19 საუკუნის ესპანური ფრესკის რესტავრაცია გადაწყვიტა, თუმცა სამუშაოს შესრულება მისთვის არავის უთხოვია.

ქალბატონმა, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, გადაწყვიტა მხატვარ ელიას გარსია მარტინესის შედევრისთვის “Ecce Homo”, “ახალი სიცოცხლე” მიენიჭებინა.

რეზულტატს ზოგი სასაკლაოს ადარებს,


 
Picture
ბრიტანელმა ჯანეტმა კანლიფმა რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რათა სათაყვანო ქალიშვილს გაჭრილი ვაშლივით დამსგავსებოდა. ამ უჩვეულო საქციელს ჯანეტი შვილის უსაზღვრო სიყვარულით ხსნის.

ცხვირის და ტუჩების კორექცია, ასევე მკერდის გადიდება ჯანეტს 10 000 ევრო დაუჯდა. ახლა ჯანეტი ქალიშვილის, ჯეინის ნამდვილი ორეულია. 


 
Picture
მომდევნო 100 წლის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება 1 მლრდ ადამიანის ნაადრევ სიკვდილს გამოიწვევს. ასეთ პროგნოზს ბუფალოს (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერები აქვეყნებენ. მათი კვლევის შედეგები ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა. შედარებისთვის, XX საუკუნეში თამბაქომ ნაადრევად 100 მლნ ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

მკვლევარებმა ბანგლადეშის, ბრაზილიის, ჩინეთის, ეგვიპტის, ინდოეთის, მექსიკის, პოლონეთის, რუსეთის, ტაილანდის, თურქეთის, უკრაინის, ურუგვაის, ვიეტნამისა და ფილიპინების მკვიდრი საშუალო და დაბალშემოსავლიანი 3 მლრდ ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. 

შემდეგ კი ეს მონაცემები აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებლების შესახებ ინფორმაციას შეადარეს.


 
Picture
ტელეკომპანია "დისქავერიმ" წარმოადგინა ვიდეორგოლი, სადაც ნაჩვენებია, როგორ განვითარდება მოვლენები იმ შემთხვევაში, თუ 2012 წელს დედამიწას ასტეროიდი შეეჯახება.

ვიდეოში დაწვრილებით არის ნაჩვენები, როგორ ფეთქდება დედამიწა და ცეცხლოვან ლავაში ეხვევა. 


 
Picture
10 ათასი სპორტსმენიდან, რომელიც ლონდონის ზაფხულის 2012 წლის ოლიმპიადაში იღებდნენ მონაწილეობას, ბევრს უმედლოდ მოუხდა სახლში დაბრუნება.

ვიდეოში შეკრებილია სპორტსმენების უიღბლო მომენტები, რომლებიც, ერთი მხრივ, ღიმილს იწვევს, თუმცა მათ სასურველი მედლის გარეშე ტოვებს. 


 
Picture
მოემზადეთ უნიკალური რეალითი შოუსთვის, როგორიც კაცობრიობას აქამდე არ უნახავს. Mars Oneწარმოადგენს პირველ რეალისტურ პროექტს, რომლის მიზანი გახლავთ, მარსის კოლონიზაცია. წითელ პლანეტაზე დასახლების მხარდასაჭერად, სხვადასხვა ქვეყნის, მრავალი მეცნიერი გამოვიდა. პროექტს დაწყებამდე სულ ცოტა აკლია – სპონსორების მოძებნა და პირველი ადამიანი, რომელიც დათანმხდება მარსზე  გადასახლებას.


 
Click to set custom HTML
Picture
მენეჯერებს წარმატებული მართვისთვის მაღალი ინტელექტი არ სჭირდებათ. კომპანია Detech-ის ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ საშუალოზე მაღალი ინტელექტი სპეციალისტებს სერიოზულ კარიერულ წინსვლაში ვერ ეხმარება. 
კვლევის თანახმად, მაღალი ინტელექტის მქონე მენეჯერებისთვის და მათი საშუალო შესაძლებლობების მქონე კოლეგებისთვის წარმატების მიღწევის შანსები ფაქტობრივად ერთნაირია. 

დასაქმების სააგენტო Pruffi-ის დირექტორ ალენ ვლადიმირსკაიას თქმით, დამსაქმებლები თანამშრომლის დაქირავების დროს არა მის ინტელექტს, არამედ გამოცდილებასა და უნარებს აქცევენ ყურადღებას.