Picture
შს სამინისტრო ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ვიდეო მასალასთან ერთად, სპეცოპერაციისა და მძევლების გათავისუფლების ამსახველ ჩანაწერსაც ავრცელებს. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ყვება როგორ აიყვანეს იგი მძევლად და როგორ ჩაანაცვლა შს სამინისტროს თანამშრომელმა, რომლის გასათავისუფლებლადაც აღნიშნული სპეცოპერაცია დაიწყო.


 
 
Picture
საქართველო-ლატვიის საკალათბურთო მატჩის დასრულების შემდეგ კორესპონდენტმა მეტროპოლიტენში აფრიკელი ფერადკანიანები გადაიღო, რომლებსაც "ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლიკიანი მაისურები "მე მიყვარს საქართველო" ეცვათ.

"we like saakashvili, we like basketball" (ჩვენ მოგვწონს სააკაშვილი, ჩვენ მოგვწონს კალათბურთი) - იძახდნენ ახალგაზრდები. ერთ-ერთი ქალბატონი დაინტერესდა, რატომ 


 
 
Picture
ტელეკომპანია "დისქავერიმ" წარმოადგინა ვიდეორგოლი, სადაც ნაჩვენებია, როგორ განვითარდება მოვლენები იმ შემთხვევაში, თუ 2012 წელს დედამიწას ასტეროიდი შეეჯახება.

ვიდეოში დაწვრილებით არის ნაჩვენები, როგორ ფეთქდება დედამიწა და ცეცხლოვან ლავაში ეხვევა. 


 
 
Picture
10 ათასი სპორტსმენიდან, რომელიც ლონდონის ზაფხულის 2012 წლის ოლიმპიადაში იღებდნენ მონაწილეობას, ბევრს უმედლოდ მოუხდა სახლში დაბრუნება.

ვიდეოში შეკრებილია სპორტსმენების უიღბლო მომენტები, რომლებიც, ერთი მხრივ, ღიმილს იწვევს, თუმცა მათ სასურველი მედლის გარეშე ტოვებს. 


 
 
Picture
დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მოსკოვში ტაჯიკეთის მოქალაქეს , რომელიც 14 წლის ბიჭს სასიყვარულო ურთიერთობას სთავაზობდა. 

მოზარდი, რომელიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, ფიზიკური მონაცემებით გაცილებით მცირეწლოვანი ჩანს, თუმცა  ტაჯიკელი ტურისტისთვის ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია მისთვის უხამსი წინადადება შეეთავაზებინა.



 
 
Picture
რიანასა და მისი აგრესიულობით გამორჩეული საყვარლის - ასევე მომღერლის, კრის ბრაუნის ურთიერთობა რამდენიმე წელია, საზოგადოების განხილვის მუდმივი თემაა. 

ცოტა ხნის წინ ვარსკვლავი ოპრა უინფრის შოუს ეწვია, სადაც აღიარა, რომ ბრაუნი დღემდე უყვარს. რიანა მასზე საუბრისას ატირდა კიდეც.


 
 
Picture
სიჩუანის პროვინციაში 6 წლის პანდა სისუემ 25-წუთიანი ინტერვალით გოგო და ბიჭი პანდა გააჩინა. დედა პანდას ერთდროულად ორივე შვილზე ზრუნვა არ შეუძლია. ამიტომაც სისუეს ერთ-ერთი შვილი დროებით "ჩამოართვეს". ახალშობილი ერთ-ერთ კვლევით ცენტრში, ინკუბატორში მოათავსეს და მასზე სპეციალისტები ზრუნავენ. 


 
 
Picture
ქალაქ რუსთავში 19 აგვისტოს დაგეგმილი აქციის დაწყებამდე კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტები ქუჩებში დადიოდნენ და მოსახლეობას "ქართული ოცნების" ბრენდირებულ მაისურებს ურიგებდნენ.

მსურველებს შორის გარემოვაჭრე ქალბატონიც აღმოჩნდა. თუმცა, როგორც მან "პალიტრა ტვ"-სთან საუბარში აღნიშნა, რომელი პარტიის მაისური ჩააცვეს, არ იცოდა. 


 
 
Picture
მთელ მსოფლიოში ქვეყნების თავდაცვითი სტრუქტურები სულ უფრო ხშირად იყენებენ უპილოტო დაკვირვების აპარატებს. ეს აპარატები სხვადასხვა ტექნოლოგიით მზადდება, თუმცა ახალი უპილოტოს მსგავსი შედევრები, რომელიც აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების ლაბორატორიის ინჟინრებმა შექმნეს, ჯერჯერობით იშვიათად გვხვდება. 


 
 
Picture
ბევრმა არ იცის, რომ მექსიკაში, კუნძულ გრენადას სანაპიროებთან, კარიბის ზღვის ფსკერზე, მსოფლიოში ერთადერთი წყალქვეშა მუზეუმი არსებობს. 
იხილეთ ვიდეო

10 მეტრის სიღრმეზე გასაოცარი და წარმოუდგენელი სურათი იშლება. აქ ადამიანების 400 ფიგურაა განლაგებული. წყლის დინება და შუქი კი მოძრაობის ილუზიას ქმნის.