Picture
ნორვეგიის ჩრდილოეთით, სოფელ იარფორდში, ერთ-ერთ კერძო სახლში 4 დათვი შეიჭრა. მათ სახლში არსებული 100 ქილა ლუდი დალიეს და შეჭამეს ყველა ტკბილეული, მათ შორის თაფლი და შოკოლადის პასტა. 

როგორც სახლის პატრონმა, ივენ ბორტენ ნილსენმა განაცხადა, დათვები სახლში გვიან ღამით შევიდნენ. შენობაში არავინ იყო. 

ნილსენის განცხადებით, სახლში ერთი დიდი დათვი და სამი ბელი შეიჭრა. ცხოველებმა სახლი ყირაზე დააყენეს. დაამტვრიეს ავეჯი და სამზარეულოს აღჭურვილობა. 

შინ დაბრუნებული სახლის პატრონები მაშინვე მიხვდნენ, ვინ იყო დამნაშავე. მათ იატაკზე დათვის თათების ნაკვალევი შეამჩნიეს. 

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში პატარა დათვი შეიჭრა. არც ცხოველი და არც ადამიანები არ დაზარალებულან. ამერიკაში გასული წლის შემოდგომაზე დათვი ტკბილეულობის მაღაზიაში შევიდა და მაღაზიის პროდუქციის ნახევარი გადაჭამა. 

წყარო

 





Leave a Reply.