Picture
"ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიაში ქართველი მომღერლებიც ჩაერთნენ. ნინო ჩხეიძემ, ანრი ჯოხაძემ, ნინი ბადურაშვილმა, ეკა კახიანმა, ლელა წურწუმიამ, ჯგუფმა "სეიშენმა" და სხვა ცნობილმა მომღერლებმა უკვე გამართეს კონცერტები სურამში, ბაკურიანსა და სხვა რეგიონებში. წინასაარჩევნოდ ქვეყნის მასშტაბით უფასო კონცერტების გამართვა არავის უკვირს, მაგრამ წლევანდელ კონცერტებზე მომღერლები საჯაროდ გამოხატავენ თავიანთ სიმპათიას მმართველი პარტიის მიმართ და არც ამა თუ იმ რეგიონის გუბერნატორებს უკარგავენ "ხალხისთვის გაწეულ შრომას". "ნაციონალური მოძრაობის" მაისურებს კი სცენიდანაც ისვრიან და ხალხშიც არიგებენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" არ ამხელენ, რა თანხაა გამოყოფილი ამ კონცერტებისთვის. სურამის "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის ხელმძღვანელმა "ინფო 9"-სთან საუბარში განაცხადა, რომ არ იცის, საიდან და რა თანხა გამოიყო კონცერტისთვის. "ყველა სიახლე" ჯგუფ 


 
Picture
ამერიკელი რეპერის Ice -T-ის მეუღლემ, კოკო ნიკოლ ოსტინმა თავისი სხეულის დემონსტრირება კიდევ ერთხელ გადაწყვიტა. ამჯერად თამამი ფოტოსესია ერთერთი კაცების ჟურნალისთვის შედგა. 

ჟურნალისტებთან საუბრისას კოკო ნიკოლ ოსტინი არ მალავს, რომ სილიკონის მკერდი აქვს, მაგრამ რაც შეეხება უკანალს "ეს ბუნების საჩუქარია" - ამბობს ნიკოლი.


უცნობია, როდის ან რა გარემოებაში მიენიჭა კოკო ნიკოლ ოსტინს "პლანეტის საუკეთესო უკანალის" ტიტული. 

"შესაძლოა, თვითონ დაირქვა ასე,  


 
Picture
რიანასა და მისი აგრესიულობით გამორჩეული საყვარლის - ასევე მომღერლის, კრის ბრაუნის ურთიერთობა რამდენიმე წელია, საზოგადოების განხილვის მუდმივი თემაა. 

ცოტა ხნის წინ ვარსკვლავი ოპრა უინფრის შოუს ეწვია, სადაც აღიარა, რომ ბრაუნი დღემდე უყვარს. რიანა მასზე საუბრისას ატირდა კიდეც.


 
Picture
17 აგვისტოს მცხეთაში, კახიანების აგარაკზე ნინი ბადურაშვილის ნიშნობა გაიმართა. ამის შესახებ გაზეთი "პრაიმ თაიმი" წერს. 26 წლის მომღერალი 31 წლის მოსკოველმა წყალბურთელმა, ირაკლი კუტალაძემ დანიშნა. 

ირაკლი საცოლის ოჯახს მშობლებთან ერთად სტუმრობდა. ნიშნობას მხოლოდ ოჯახის წევრები და ნინის ნათლიები - მაია ჯაბუა და ეკა კონტრიძე ესწრებოდნენ. წყვილი დიდი ქორწილის გადახდას ოქტომბრის ბოლოს თბილისში აპირებს. ნინის მეჯვარე მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე იქნება. ქორწილის შემდეგ ნინი საცხოვრებლად მოსკოვში გადავა.

ნინი ბადურაშვილმა ირაკლი ორი თვის წინ თბილისში გაიცნო. პირველი შეხვედრა საქმიან ვითარებაში შედგა, თუმცა საქმიანი ურთიერთობა მალე რომანტიკულში გადაიზარდა. 


 
Picture
ჰოლივუდის ვარსკვლავური წყვილის, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე ოჯახური კონფლიქტი მოხდა. უცხოური პრესის ცნობით, ჯოლიმ სკანდალი იმის გამო მოაწყო, რომ ბრედი მამაკაცურ წვეულებას გვიანობამდე შემორჩა და შინ გამთენიისას დაბრუნდა. აღმოჩნდა, რომ ბრედ პიტი თავის მეგობართან, რეჟისორ გაი რიჩთან ერთად მთელი ღამე სვამდა.

"ბრედი სახლში დილის 6 საათზე დაბრუნდა. ანჯელინამ კი ნოტაციები წაუკითხა, უთხრა, რომ ძალიან ინერვიულა, რადგან არ იცოდა, სად იყო. ბოლოს კი გამოუცხადა, რომ მეორედ ასეთ ლოთობას არ მოითმენს, მით უმეტეს, ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე", - განაცხადა ანონიმურმა წყარომ წყვილის უახლოესი გარემოცვიდან. მისივე უნფორმაციით, ანჯელინა დარმუნებულია, რომ რიჩი ბრედზე ცუდ გავლენას ახდენს.