Picture
ჰოლივუდის ვარსკვლავური წყვილის, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე ოჯახური კონფლიქტი მოხდა. უცხოური პრესის ცნობით, ჯოლიმ სკანდალი იმის გამო მოაწყო, რომ ბრედი მამაკაცურ წვეულებას გვიანობამდე შემორჩა და შინ გამთენიისას დაბრუნდა. აღმოჩნდა, რომ ბრედ პიტი თავის მეგობართან, რეჟისორ გაი რიჩთან ერთად მთელი ღამე სვამდა.

"ბრედი სახლში დილის 6 საათზე დაბრუნდა. ანჯელინამ კი ნოტაციები წაუკითხა, უთხრა, რომ ძალიან ინერვიულა, რადგან არ იცოდა, სად იყო. ბოლოს კი გამოუცხადა, რომ მეორედ ასეთ ლოთობას არ მოითმენს, მით უმეტეს, ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე", - განაცხადა ანონიმურმა წყარომ წყვილის უახლოესი გარემოცვიდან. მისივე უნფორმაციით, ანჯელინა დარმუნებულია, რომ რიჩი ბრედზე ცუდ გავლენას ახდენს. 

"ბრედმა მეუღლის თვალში მეგობრის ღირსების დაცვა სცადა და ცოლს განუცხადა, რომ რიჩი ყველაზე მაგარი ბიჭია, ვინც კი ოდესმე შეხვედრია", - აცხადებს წყარო.
მოგვიანებით ბრედ პიტმა დათრობის მიზეზი ძლიერ სასმელებზე მიუჩვევლობით ახსნა, ცოლს მოეხვია და განუცხადა, რომ მხოლოდ მომავალი საპატარძლოს სილამაზის აღსანიშნავად დალია. 

ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ ნიშნობის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ აპრილში გააკეთეს, თუმცა ქორწილის თარიღი დღემდე არ დაუსახელებიათ. წყვილმა ერთმანეთი 2004 წელს, ფილმის, "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებისას გაიცნო. 

მომზადებულია  showbizspy.com-ის მიხედვით. 



Leave a Reply.