Picture
ეს შემთხვევა შვეიცარიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კლინგნაუში მოხდა - ორი შვეიცარელი  მუშა ბალახს ცელავდა და ბუჩქებში 100 ათასი ევროს ღირებულების რამდენიმე ოქროს ზოდი იპოვა.

„მე დავინახე თეთრ ქაღალდში გახვეული შეკვრა, რომელსაც წებოვანი ლენტი ჰქონდა შემოკრული. ეს შეკვრა ნარკოტიკების პაკეტს ჰგავდა“ - ყვებოდა შემდგომში ერთი მუშათაგანი - ჯინ-მარკ ვენგლერი.

მას შემდეგ, რაც მუშებმა გახსნეს პაკეტი, აღმოაჩინეს


ოქროს ზოდები - ერთიანობაში  2,5 კილოგრამის წონისა. არავითარი მარკირება არ იყო მათზე დატანილი. არც არავის გაუცხადებია რაიმე მოპარვის თაობაზე.

ამიტომ, ყველა წესისა და კანონის დაცვით, თუ 5 წლის მანძილზე ოქროს ზოდებს პატრონი არ გამოუჩნდება, ისინი გადაეცემა მპოვნელ მუშებს. 



Leave a Reply.