Picture
კრისტენ სტუარტის ირგვლივ ატეხილ სკანდალთან დაკავშირებით „ფიფქია და მონადირეს“ პროდუსრებმა მიიღეს გადაწყვეტილება ფილმის მეორე ნაწილის გადაღებების გადადების და თავად მსახიობის პროექტიდან ამოღების შესახებ.

როგორც ჩანს კომპანია Universal-მა გადაწყვიტა, რომ სანამ მთელი მსოფლიო ჩაფლულია ღალატის ისტორიაში კრისტენ სტუარტისა და 

ფილმის დირექტორის მთავარ როლში ახალგაზრდა და უკვე ცუდი რეპუტაციის მქონდე ვარსკვლავის ჩართვა დიდი წარმატებასა და მითუმეტეს მატერიალურ მოგებას ვერ მოუტანს ფილმს ასე რომ თავის დაზღვევის მიზნით კრისტენ სტუარტი გაანთავისუფლეს როლიდან!  
Picture
Hollywood Reporter იუწყება, რომ კინო კომპანია Universal-ის უფროსებმა მიიღეს გადაწყვეტილება მეორე ნაწილი მთლიანად ფოკუსირებულიყო კრის ჰემსვორთის პერსონაჟ, მონადირეზე. ჯერ უცნობია დაიკავებს თუ არა სანდერსი რეჟისორის პოსტს, თუმცა სავარაუდოდ ასე იქნება.

აი სცენარისტი დევიდ კოეპი კი გამოემშიდობა მაღალ ჰონორარს სცენარისთვის, რომელიც ფილმის მეორე ნაწილისთვის უნდა დაეწერა. 

Picture
ეს შემთხვევა სხვათაშორის უნიკალურია: როცა საქმე მსგავს პროექტს ეხება პროდუსერები ჩვეულებრივ არ ცვლიან მთავარი როლის შემსრულებლებს პირველსა და მეორე ფილმებში. თავდაპირველი გეგმა იყო ორი ფილმის შექმნა მონადირისა და ფიფქიის თავგადასავალზე ხოლო შემდეგ მესამე, ცალკე პროექტი მონადირის პერსონაჟზე როგორც ეს „ადამიანები იქსის“ შემთხვევაში იყო.

ახლა პროდუსერები ელიან როდის დაამთავრებს კრის ჰემსვორთი გადაღებებს ტორის მეორე ნაწილში, კრისტენ სტუარტს კი მორალურ ზიანთან ერთად ბიუჯეტიც დანაკლისს განიცდის. 




Leave a Reply.