Picture
თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქართული წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის სახელწოდებაზე კონკურსს აცხადებს. 

როგორც მინისტრის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერია, მსურველმა უნდა მოიფიქროს შესაფერისი დასახელება, 

მისცეს მას ფოტოს სახე (JPG ფორმატში) და 2012 წლის 25 სექტემბრამდე გაგზავნოს თავდაცვის სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე konkursi@mod.gov.ge

ფოტოს გამოგზავნისას კონკურსანტმა უნდა მიუთითოს კონკურსის სახელწოდება, კონკურსანტის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი.

• გამოგზავნილი მასალა პირდაპირ კავშირში უნდა იყოს კონკურსის თემატიკასთან;
• არათემატური და უცენზურო ფოტოები ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;
• პლაგიატის შემთხვევაში ფოტო ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.

ფოტოები განთავსდება მინისტრის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, ფოტოალბომში „კონკურსი - სახელწოდება“
2012 წლის 25 სექტემბერს, 18:00 საათზე გამოვლინდება ის 10 საუკეთესო სახელწოდება, რომელიც მომხმარებლის მხრიდან დააგროვებს ყველაზე მეტ Like-ს. ამ 10 საუკეთესო ფოტოს შორის გამარჯვებულ ფოტოს გამოავლენს  კომისია.
გამარჯვებული ფოტოს სახელწოდების ავტორს საჩუქრად გადაეცემა პორტატული კომპიუტერი.  

 


Comments




Leave a Reply