Picture
რიანასა და მისი აგრესიულობით გამორჩეული საყვარლის - ასევე მომღერლის, კრის ბრაუნის ურთიერთობა რამდენიმე წელია, საზოგადოების განხილვის მუდმივი თემაა. 

ცოტა ხნის წინ ვარსკვლავი ოპრა უინფრის შოუს ეწვია, სადაც აღიარა, რომ ბრაუნი დღემდე უყვარს. რიანა მასზე საუბრისას ატირდა კიდეც.

"უცნაურია, ყველაფრის მიუხედავად, მე ის ისევ მიყვარს. ის ჩემი პირველი სიყვარულია. ახლაც კი, როცა ვიცი, რომ ის თავს კარგად ვერ გრძნობს ან მარტოსულია, უბედური ვარ" - ტირილით აღნიშნა რიანამ.

24 წლის ბარბადოსელი ლამაზმანი საყვარელს მას შემდეგ დაშორდა, რაც მამაკაცმა კამათის დროს  სცემა.  
 


Comments




Leave a Reply