Picture
"ჩვენი ამოცანაა, რომ მტერმა ადგილობრივი, მის ფეხს აყოლილების მეშვეობით, ვერაფერი ვერ აგვირიოს საქართველოში", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში წარსული აღარ დაბრუნდეს.

მისივე განცხადებით, საქართველომ ბოლო 8 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად წაიწია წინ და ის უკან აღარ უნდა დაბრუნდეს.
"ამ არჩევნებზე გვაქვს რამდენიმე ამოცანა: პირველი, ის, რომ კურსი გაგრძელდეს და ამ კურსის გამტარებლებმა აიღოს საკმარისი ხმა ამისათვის და მეორე: ჩვენმა მტერმა ადგილობრივი, მის ფეხს აყოლილების მეშვეობით, ვერაფერი ვერ აგვირიოს საქართველოში. მე მინახავს ბევრი ადამიანი, რომელსაც რაც არ უნდა გაუკეთო, მაინც არ დაინახავს და არ დააფასებს. მაგრამ მე მინახავს ადამიანი, რომელსაც შეიძლება ბევრი არ გაუკეთო, მაგრამ ის მაინც ხედავს ქვეყნის პროგრესს და პერსპექტივას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  
 


Comments




Leave a Reply