Picture
დღეს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 20 წელი შესრულდა.

1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო აფხაზეთის ხელმძღვანელობა. 

სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანის შესახებ..

გადაწყვეტილება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით 11 აგვისტოს მიიღო. ოპერაცია კომუნიკაციების დაცვას ითვალისწინებდა. თუმცა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ეროვნული გვარდიის შენაერთებს არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“ წინააღმდეგობა გაუწია.

შეტაკება გულრიფშის რაიონის დასახლება აგუძერაში მოხდა, რომლის დროსაც განადგურდა ქართველთა ერთი ჯავშანმანქანა. ასევე, გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარასთან, სადაც დაიჭრა ერთი ქართველი და დაიღუპა აფხაზი მებრძოლი. შეიარაღებული კონფქლიტი კი ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან დაიწყო.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, 300000-ზე მეტი ადამიანი კი ლტოლვილად იქცა.

დღესაც აფხაზეთის რეგიონი  მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. მიუხედავად თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობისა, ის მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. როგორც თვით აფხაზები აცხადებენ, რეგიონი რუსეთის ფედერაციის „დე ფაქტო პროტექტორატია“.  

წყარო: Georgian Daily News




Leave a Reply.