Picture
საზოგადოებრივი აზრის კვლევის სრულიად რუსეთის ცენტრი („ВЦИОМ“)  იტყობინება, რომ  რუსეთის მცხოვრებთა ¾ მიიჩნევს -  ეკლესია პოლიტიკის გარეშე უნდა იყოს; ყოველი მეხუთე დარწმუნებულია - რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია  ზედმეტად აქტიურია პოლიტიკურ საკითხებში; 44% თვლის, რომ ეკლესიის გავლენა უნდა ვრცელდებოდეს საზოგადოების სულიერ-ზნეობრივ სფეროებზე, 31% ფიქრობს, რომ ეკლესიის 

მოქმედება უნდა ისაზღვრებოდეს რელიგიისა და რწმენის საკითხებით, 16-17% კი დარწმუნებულია -  რელიგიური ინსტიტუტები უნდა ერეოდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის - პოლიტიკაშიც.

„ВЦИОМ“-ის შარშანდელ მონაცემებთან შედარებით თვალსაჩინოა მღვდელმსახურების მიმართ ნდობის კლება -  თუკი 2010 წელს მოსახლეობის 65% ენდობოდა მათ, 2012 წლის ივლისისათვის მათ ენდობა მხოლოდ 50%. 
 


Comments




Leave a Reply