Picture
მოემზადეთ უნიკალური რეალითი შოუსთვის, როგორიც კაცობრიობას აქამდე არ უნახავს. Mars Oneწარმოადგენს პირველ რეალისტურ პროექტს, რომლის მიზანი გახლავთ, მარსის კოლონიზაცია. წითელ პლანეტაზე დასახლების მხარდასაჭერად, სხვადასხვა ქვეყნის, მრავალი მეცნიერი გამოვიდა. პროექტს დაწყებამდე სულ ცოტა აკლია – სპონსორების მოძებნა და პირველი ადამიანი, რომელიც დათანმხდება მარსზე  გადასახლებას.

მეცნიერებს უკვე შემუშავებული აქვთ ასტრონავტთა მომზადების გეგმა, რომლებიც შემდგომ უნდა გადასხდნენ პლანეტაზე. კოსმოსური  ხომალდის გამგზავრება დაგეგმილია 2022 წლის 14 სექტემრისთვის. მარსის პირველი ჩასახლება დაიწყება 2023 წლისთვის. 
Picture
2013 – ასტრონავტთა შერჩევა. მისიაში მონაწილებისთვის შერჩეული იქნება 40 ადამიანი.

2014 – ტექნიკის პირველი ნაწილის  მომზადება და გაგზავნა.

2016 – (იანვარი) 2.5 ტონა პროდუქტების გაგზავნა მარსზე და თანამგზავრის გაშვება.

2018 – ყველგანმავალის მარსზე დაშვება, რომელიც დასახლებისთვის ოპტიმალურ ადგილს შეარჩევს. დედამიწის მაცხოვრებელთათვის ორგანიზებული იქნება პირდაპირი ვიდეო-ტრანსლაცია წითელი პლანეტიდან.
2021 – სიცოცხლისათვის საჭირო ყველა მოწყობილობების და ტექნიკის ჩატანა. მეორე ყველგანმავალის დაშვება.

2022 –  წყლის და ჰაერის წარმოების და ატმოსფეროს შესაქმნელი დანადგარების მომზადების დასრულება. 14 სექტემბერს შედგება პირველი პილოტირებული ხომალდის გაგზავნა მარსზე. ოთხი ასტრონავტი გაემგზავრება სამუდამოდ წითელ პლანეტაზე.

2023 – ადამიანთა პირველი ჯგუფის ჩასვლა, მარსზე დასახლების მიზნით. ორი წლის შემდეგ, კოლონიზირებულ პლანეტაზე ჩაფრინდება ადამიანთა შემდეგი ჯგუფი, რომლებიც ჩაიტანენ ახალ ტექნიკას და ყველგანმავლებს.

დედამიწაზე მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება თვალყური ადევნოს პირდაპირ ტრანსლაციის მეშვეობით, მარსის კოლონიზაციას. პროექტ Mars One-თან დაკავშირებით, უფრო ვრცელი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ აქ.


წყარო: gsmarena 




Leave a Reply.