Picture
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ე.წ. „დივერსანტების“ ასლან მარგოშვილის, ბაჰაუდი ალდამოვის და ბაჰაუდი ბაღაკაშვილის ფოტოები მოიპოვა. გადამოწმებული ინფორმაციით, ცხედრები ერთ–ერთი გარდაცვლილის ახლობელმა ამოიცნო.

საქართველო – დაღესტნის საზღვართან, ლოპოტას ხეობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს დაიწყო. შსს–ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 26 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნება, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა. შსს–ს 29 აგვისტოს ინფორმაციით, ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი. შს მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა 29 აგვისტოს თელავში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 11 დივერსანტი ლიკვიდირებულია, 6 კი - ალყაშია.


 
Picture
შს სამინისტრო ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ვიდეო მასალასთან ერთად, სპეცოპერაციისა და მძევლების გათავისუფლების ამსახველ ჩანაწერსაც ავრცელებს. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ყვება როგორ აიყვანეს იგი მძევლად და როგორ ჩაანაცვლა შს სამინისტროს თანამშრომელმა, რომლის გასათავისუფლებლადაც აღნიშნული სპეცოპერაცია დაიწყო.


 
Picture
საქართველო-ლატვიის საკალათბურთო მატჩის დასრულების შემდეგ კორესპონდენტმა მეტროპოლიტენში აფრიკელი ფერადკანიანები გადაიღო, რომლებსაც "ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლიკიანი მაისურები "მე მიყვარს საქართველო" ეცვათ.

"we like saakashvili, we like basketball" (ჩვენ მოგვწონს სააკაშვილი, ჩვენ მოგვწონს კალათბურთი) - იძახდნენ ახალგაზრდები. ერთ-ერთი ქალბატონი დაინტერესდა, რატომ 


 
Picture
ნევადას შტატში, ქალაქ რინოს ერთ-ერთ კაზინოში შეღწევას ველური პუმა ცდილობდა. კაზინოს კლიენტების განცხადებით, ცხოველი გამთენიისას გამოჩნდა და შენობაში შესვლა კარიდან სცადა. თვითმხილველები იხსენებენ, რომ პუმამ მბრუნავი კარის გაღება ვერ შეძლო და ბოლოს შეშინებული უახლოესი სავაჭრო ცენტრის ტერასის ქვეშ დაიმალა. 

ადგილზე მისულმა ცხოველთა დაცვის ბრიგადამ ველური კატის დაძინება ტრანკვილიზატორებით შეძლო. მათ ცხოველი ნევადას უნივერსიტეტში გადაიყვანეს, სადაც მეცნიერული კვლევის მიზნით სხეულზე კამერას მიამაგრებენ. ამის შემდეგ პუმა კვლავ ბუნებას დაუბრუნდება. 

ცხოველთა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელის, კრის ჰილის განმარტებით, 


 
 
Picture
ნილ არმსტრონგი 82 წლის ასაკში, გუშინ, გარდაიცვალა. არმსტრონგი ცნობილია როგორც პირველი ადამიანი, ვინც მთვარეზე გაიარა.

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა არმსტრონგის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. "ნილი, ამერიკის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი გმირია", - განაცხადა ობამამ.


 
Picture
იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, იაპონიას 50 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება. მას სახელად "ბოლავენი" დაარქვეს. მეტეოროლოგების თქმით, იგი იაპონიის ქალაქ ოკინავამდე, ხვალ დილით ჩავა. ადგილობრივ მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევენ.


 
Picture
1. ელექტრონული ტანსაცმელი

ფორესტის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა გამოიგონეს ნაჭერი, რომელიც შესაძლოა დამტენ საშუალებათ გამოვიყენოთ. ნაჭერი ჩვენს სითბოს ელექტროენერგიად აქცევს და შემდეგ შეგიძლიათ დატენოტ ტელეფონი და სხვა მოწყობილობები.  დევიდ კეროლის გამოგონებამ 10-15% დატენა ტელეფონი, რომელიც ელექტრონულ შარვალზე 8 საათის მანძილზე იყო შეერთებული.


 
Picture
ქალაქ სან-ხოსეს სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა საქმეში Apple Samsung-ის წინააღმდეგ გამოიტანეს სასამართლო განაჩენი. მოისმინეს რა ორივე მხარის არგუმენტები, რასაც სამი კვირა დასჭირდა, კოლეგიამ, რომელიც შვიდი მამაკაცისაგან და ორი ქალისაგან შედგებოდა, დაასკვნა: Samsung დამნაშავეა.

ექსპერტებმა სწორედ აღნიშნეს ჯერ კიდევ სხდომის დაწყებამდე: სასამართლომ სწრაფად გამოიტანა განჩინება. ეს მხოლოდ ერთს ნიშნავდა, რომ განაჩენი ფრიად მკაცრი


 
Picture
თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქართული წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის სახელწოდებაზე კონკურსს აცხადებს. 

როგორც მინისტრის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერია, მსურველმა უნდა მოიფიქროს შესაფერისი დასახელება, 

მისცეს მას ფოტოს სახე (JPG ფორმატში) და 2012 წლის 25 სექტემბრამდე გაგზავნოს თავდაცვის სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]

ფოტოს გამოგზავნისას კონკურსანტმა უნდა მიუთითოს კონკურსის სახელწოდება, კონკურსანტის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი.