რა არის ლაზიკა საქართველოსათვის? ეს არის როგორც ოპოზიცია უწოდებს “მიშას უაზრო ოცნება” რომელიც განწირულია, თუ ეს არის ამ ბოლო 20 წლის მანძილზე გადამდგარი ნაბიჯებიდან ყველაზე დიდი და ძლიერი, აფხაზეთის დასაბრუნებლად? 
სეპარატისტებმა დიდხანს ითმინეს, თუმცა ერთ ერთმა მათგანვა ვერ მოითმინა და დაწერა სტატია, რომლის ყველაზე დამამახსოვრებელი ფრაზა იყო ეს “Не дай бог чтобы Грузины нашли деньги на строительство Лазики, иначе нас (сепаратистов) просто разнесет, половина в сторону Сочи, а другая половина  в сторону Лазики, а мы окажемся в польной Ж***!!! “

რას გულისხმობს სეპარატისტი? იმას, რო მან იცის სეპარატისტი რას წარმოადგენს. იცის მან სეპარატისტის სულის, ვინც მეტ ფულს დაანახებს იმისი იქნება აფხაზეთიც და მისი “დამოუკიდებლობაც”! ამიტომაც ის მოუწოდებს მარიონეტებს გააკეთონ ყველაფერი, რათა შეუშალონ ხელი “ლაზიკის” მშენებლობას.

სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს, მაგრამ ამ საკითხშიც ემთხვევა “ქართული ოპოზიციისა” და “სეპარატისტების” აზრი. ოპოზიცია ჯერჯერობით ვერ ბედავს გლობალურად იაზროვნოს, ამიტომაც მათი წინააღმდეგობა “ჭაობით” შემოიფარგლება. როგორც ვიცით ისინი აცხადებენ რო “ჭაობში ქალაქს ვერ ააშენებთო”.

რატომ არ მოსწონთ ასე ლაზიკის აშენება შიდა თუ გარე მტრებს? რა მოყვება ლაზიკის აშენებას და განვითარებას?  საინტერესო საკითხებია, თუმცა ამ ყველაფერზე სეპარატისტებს თავისი პასუხი აქვთ. ნუ რა საკვირველია სეპარატისტებისა და “ქართული ოპოზიციის” პასუხი აქაც იდენტურია.

ტურიზმი
სეპარატისტებს აშინებთ ყველაზე მეტად ის, რომ საქართველოს მთავრობა ააშენებს იმ “ჟემჩუჟინას” რომელიც აფხაზეთს სრულიად გადაფარავს და რის გამოც აფხაზეთში ის 200 კაციც აღარ ჩამოვა წელიწადში, ვინც ჩადის იქ დასასვენებლად. სეპარატისტი წერს, რომ აფხაზეთი ნაგავში იხრჩვობა, თუმცა ნაგავს თავი რომ დავანებოთ, არ არის ოკუპირებულ რეგიონში განვითარებულ ტურისტული სფეროები.  არ არსებობს ელემენტარული სასტუმროები, სადაც ტურსტი ნამდვილად დაისვენებდა. იმ ბარაკებს, რაც დღეს არის აფხაზეთში, სასტუმროს ვერ დავარქმევთო ამბობს აფხაზი ჟურნალისტი.  სეპარატისტი კიდევ ბევრ ფაქტს უსვავს ტურისტული სფეროდან ხაზს, თუმცა ეს იმდენად საინტერესო არაა რაც ლაზიკის პოლიტიკური მხარეა…

პოლიტიკა
სეპარატისტები შიშობენ, რომ ქართველები ამ “ჟემჩუჟინის” აშენების შემდგომ აამოქმედებენ ისეთ კანონებს, რომლის თანახმადაც აფხაზეთში მცხოვრებ სეპარატისტებს შეეძლებათ ლაზიკაში უპრობლემო გადასვლა და შეეძლებათ იქ დაიწყონ საკუთარი ბიზნესი “ნეიტრალური საბუთებით”. ასევე აფხაზები შიშობენ  რომ ქართველები ლაზიკაში დაიწყებენ კრედიტების გაცემას სეპარატისტებზე. კრედიტები იქნება ძალიან მომგებიანი აფხაზებისთვის, ისეთი მომგებიანი, რო ბევრს გადაიბირებენ ქართველებიო. ხოლო კრედიტს გასცემენ ისეთი ბანკები, რომლებიც მსოფლიო ქსელებში ავტორიტეტები არიან, ამიტომაც ვერსად დავემალებით ამ კრედიტებს, ვერც აფხაზეთში და ვერც რუსეთშიო აცხადებს აფხაზი ჟურნალისტი.
სტატიაში კიდევ რამოდენიმე მიზეზი წერია, თუმცა ეს ორი მიზეზია ის მთავარი, სადაც ჩანს აფხაზის სული, ამიტომაც ვუსვავ ხაზს მხოლოდ ამ ორ მიზეზს.

როგორც ხედავთ თვითონ აფხაზები ვეღარ მალავენ თავის “მოღალატე და მათხოვრულ სულს”. ჯერ არ აშენებულა ლაზიკა, ისინი კი უკვე მზად არიან უღალატონ ახალ “ხაზეინს” და გადმოვიდნენ “მტრის” მხარეს.

აფხაზი ჟურნალისტი ბოლოში მიმართავს მარიონეტულ რეჯიმს და სთხოვს მათ – “თუ თქვენ გსურთ რომ აფხაზეთმა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და არ გაიხლიჩოს ორად, სოჩისა და ლაზიკის გამო, დაიწყეთ ტურიზმის განვითარება უკვე დღესო, გააკეთეთ გზები, სასტუმროები, ზღვის სანაპირო ნაგვისგან მაინც გაასუფთავეთ და რაც მთავარია შეეცადეთ ყველანაირათ შეუშალოთ ხელი ქართველებს ამ პროექტის განხორციელებაშიო, მე ვიცნობ ქართულ სულს და დარწმუნებული ვარ, ისინი გასკდებიან შუაზე, მაგრამ ფულს ამ პროექტისათვის იშოვიან, ჩვენ კი ამ ნაგავშივე ჩავრჩებითო, ამიტომაც მხოლოდ თქვენს საჯდომებზე ნუ ფიქრობთ და გაახილეთ თვალიო”  ასრულებს სტატიას სეპარატისტი 

მორალი

ხოდა ბავშვებო იმას გეუბნებოდით, რომ ლაზიკა არაა ხელისუფლების ფანტაზიის ნაყოფი. ლაზიკა ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში აფხაზეთისაკენ გადადგმული ნაბიჯებიდან ყველაზე დიდი ნაბიჯი იქნება, თუმცა ეს პროექტი რა საკვირველის შორი პერსპექტივითაა, მინიმუმ 15 – 20 წელი ამ “ჟემჩუჟინის” დასრულებას დაჭირდება. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, თუ რა მალე იცვლება მსოფლიოში პოლიტიკა, რა მალე ემხობა იმპერიები და რა მალე ანადგურებენ დიქტატორებს, არ უნდა ვიყოთ მხოლოდ “ლაზიკის” იმედზე. მე ქალაქი “ლაზიკა” მაქვს მხედველობაში, თორე ბრონი ტრანსპორტიორი “ლაზიკის” იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა 
ჩვენ ძალიან ცხელ რეგიონში ვცხოვრობთ, თუ გავითვალისწინებთ სუ ბოლო მოვლენებს, რაც ხდება ჩვენთან, მაგალითად აი ეს ახალი ისტერიკა რუსენისა და სეპარატისტების მხრიდან. ჯერ ხიზრი ალდამოვი ალაპარაკეს ვითომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ, მერე სეპარატისტების უტვინო განცხადება, ვითომ საქართველო ამზადებს ტერაქტებს გალის რაიონში. ასეთი უაზრო ფაქტები მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს. მტერს არა თუ არ სძინავს, არამედ არაა დაკმაყოფილებული მხოლოდ აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, მას მთელი საქართველო სურს. პარადოქსია,  თუმცა ამაშიც ემთხვევა კრემლისა და მეოცნებეების გემები ერთმანეთს. ამიტომაც დროა ჩვენი მუცელის იქეთაც შევძლოთ გახედვა, როგორც მათხოვარი ოპოზიცია იტყოდა – “ლაზიკა ვჭამოთო?”)) ამათ არ აწყობთ გლობალურათ უყურონ მოვლენებს, რათა მათი მთავარი მიზანი მთავრობის სავარძელია, რომლის გამოც ისინი რუსეთს კი არა, ვიეტნამს მიყიდიან საქართველოს თუ საჭირო გახდა 

ლაზიკა ჩვენი შანსია! ნუ გავუშვებთ ამ შანსს ხელიდან!! P.s. მე ქალაქს არ ვგულისხმობ 



წყარო: ქართველი ემიგრანტის ბლოგი
Manana
9/16/2012 01:59:01 am

ამათ არ აწყობთ გლობალურად უყურონ მოვლენებს, რათა მათი მთავარი მიზანი მთავრობის სავარძელია, რომლის გამოც ისინი რუსეთს კი არა, ვიეტნამს მიყიდიან საქართველოს თუ საჭირო გახდა -უზუსტესი შეფასებააა

Reply



Leave a Reply.