Picture
Omerto - პომიდვრის ღვინო
კანადელი მეღვინე პასკუალ მიჩე ღვინოს ოჯახური მეთოდით პომიდვრისგან ამზადებს. მიჩემ საკუთარ პროდუქციას Omerto უწოდა.პასკუალი ყოველწლიურად 34 000 ბოთლ ღვინოს ჰყიდის. ის ბელგიიდან კანადაში საცხოვრებლად 7 წლის წინ გადავიდა, ღვინის ბიზნესი კი 2009 წელს დაიწყო.პასკუალი საუკეთესო ჯიშის ადგილობრივ პომიდორს იყენებს. როგორც პასკუალი ამბობს, პომიდვრის ღვინის დაყენების წესი ძალიან ჰგავს ღვინის ყურძნისგან დამზადების მეთოდს, თუმცა მეღვინე 

დეტალებს არ ამხელს.მიჩეს პომიდვრის ღვინო ჩრდილოეთ ამერიკაში წარმატებით იყიდება და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.  



Leave a Reply.