კომპანია Google-მა თავის საძიებო სისტემას მონაცემების ხელით შეყვანის ფუნქცია დაამატა.

როდესაც რეჟიმი ჩართულია, მომხმარებელს შეუძლია სმარტფონის ეკრანზე, თითებით დაწეროს საძიებო მოთხოვნა. ამასთან, აუცილებელი არაა, ტექსტი საძიებო ველში ეტეოდეს - ასოების დაწერა ეკრანის სხვა ნაწილებშიცაა შესაძლებელი.
გარდა ამისა, მოთხოვნა შესაძლოა ბოლომდე არც იქნას დაწერილი - უკვე შეყვანილი სიმბოლოების საფუძველზე Google-ი მომხმარებელს ავტოშევსების ვარიანტებს სთავაზობს. საჭირო მათგანის შერჩევის შემდეგ, მომხმარებელი ეკრანზე ძიების შედეგს დაინახავს.

მონაცემების ხელით შეყვანის რეჟიმის ჩართვა შესაძლებელია Google-ის მობილური ვერსიიდან. პროგრამას გააჩნია 27 ენის მხარდაჭერა. ფუნქცია მუშაობს მოწყობილობებზე iOS 5-ის, Android 2.3-ისა და Android 4.0-ის მხარდაჭერით.

Google-ის აზრით, ამ რეჟიმში წერა მოსახერხებელია რყევის პირობებში ან სიტუაციებში, როდესაც მოწყობილობა მომხმარებლისგან დაშორებით მდებარეობს. 
8/12/2012 11:35:44 pm

ფსფაფსფ

Reply



Leave a Reply.