Picture
ნევადას შტატში, ქალაქ რინოს ერთ-ერთ კაზინოში შეღწევას ველური პუმა ცდილობდა. კაზინოს კლიენტების განცხადებით, ცხოველი გამთენიისას გამოჩნდა და შენობაში შესვლა კარიდან სცადა. თვითმხილველები იხსენებენ, რომ პუმამ მბრუნავი კარის გაღება ვერ შეძლო და ბოლოს შეშინებული უახლოესი სავაჭრო ცენტრის ტერასის ქვეშ დაიმალა. 

ადგილზე მისულმა ცხოველთა დაცვის ბრიგადამ ველური კატის დაძინება ტრანკვილიზატორებით შეძლო. მათ ცხოველი ნევადას უნივერსიტეტში გადაიყვანეს, სადაც მეცნიერული კვლევის მიზნით სხეულზე კამერას მიამაგრებენ. ამის შემდეგ პუმა კვლავ ბუნებას დაუბრუნდება. 

ცხოველთა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელის, კრის ჰილის განმარტებით, 

ახალგაზრდა პუმები ხშირად ჩნდებიან შეუფერებელ ადგილებში, რადგან ზრდასრული მამრები ახალბედა კონკურენტებს ტერიტორიიდან აძევებენ.

აშშ-ში ველური ცხოველები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხშირად ჩნდებიან. ერთი თვის წინ პენსილვანიის სავაჭრო ცენტრში დათვი ნახეს, გასულ წელს კი ტენესის შტატში ტკბილეულის მაღაზიაში დათვის ბელმა შეირბინა.

მომზადებულია Associated Press - ის მიხედვით. 



Leave a Reply.