Picture
ასაკოვან ქალბატონს, მხოლოდ კეთილი ზრახვები ამოძრავებდა, როდესაც მან მე-19 საუკუნის ესპანური ფრესკის რესტავრაცია გადაწყვიტა, თუმცა სამუშაოს შესრულება მისთვის არავის უთხოვია.

ქალბატონმა, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, გადაწყვიტა მხატვარ ელიას გარსია მარტინესის შედევრისთვის “Ecce Homo”, “ახალი სიცოცხლე” მიენიჭებინა.

რეზულტატს ზოგი სასაკლაოს ადარებს,

ზოგმაც ირონიულად, ქალბატონი პიკასოს მოსწავლედ მიიჩნია.

“განახლებული” ფრესკა, მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც მხატვრის შვილიშვილმა ის გამოკვლევების ესპანურ ცენტრს გადასცა. ცენტრის თანამშრომლები შოკში ჩააგდო ფრესკის მდგომარეობამ, რომელიც დორეან გრეის პორტრეტს უფრო ჰგავდა.

ზიანის ოდენობას ახლა იკვლევენ და ცდილობენ გაიგონ თუ რა სახის საღებავები გამოიყენა ქალბატონმა “საუკეთესო ეფექტის” მისაღებად.

იმედია, პროფესიონალი რესტავრატორები შეძლებენ საღებავის ზედმეტი ფენების მოცილებას და ფრესკას ძველ იერსახეს დაუბრუნებენ.

წყარო





Leave a Reply.