Picture
ჩინური კომპანიების ხელმძღვანელები თეთრკანიან მამაკაცებს წარმატების მისაღწევად ქირაობენ. სხვადასხვა წარმატებული ბიზნეს კომპანია ევროპული გარეგნობის მამაკაცს ქირაობს, რათა კომპანიაში საერთაშორისო სტილი შემოიტანოს. ეს ძალიან წარმატებული ბიზნეს-ტაქტიკაა. იმისთვის, რომ კომპანიაში აგიყვანონ, საჭიროა თეთრი კანი, ენების ცოდნა და მოხდენილი გარეგნული იმიჯი. საქმის ცოდნა აუცილებელი არ არის. ის მამაკაცები, რომლებიც ამ ტიპის სამსახურს თანხმდებიან, საათობრივ ანაზღაურებაზე მყოფი მოდელის, ან მსახიობის ამპლუას ირგებენ. 

"დასავლეთის ქვეყნები ძალიან განვითარებულია და ჩინელები თვლიან, რომ თუკი უცხოელს დაიქირავებენ,

ბიზნესში წარმატება და დიდი ფული გარანტირებული აქვთ. მიიჩნევა, რომ კომპანიას უკეთესი ურთიერთობა და კავშირები ექნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან. თეთრკანიან, წარმოსადეგ მამაკაცებს ისეთ ადგილას სვამენ, რომ კომპანიის ვიზიტორებმა იოლად შეამჩნიონ", - აცხადებს ზანგ ჰაიჰუა, წიგნის "იფიქრეთ ჩინელების მსგავსად" ავტორი.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

 


Comments




Leave a Reply