Picture
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატმა ფეხბურთელების დარად სახელი გაუთქვა მათ ლამაზმან გულშემატკივრებსაც, რომლებსაც მოედანზე განვითარებული მოვლენების პარალელურად არაერთხელ გაუბრწყინიათ ტელეეკრანებზე. მათ შორის, იყო პოლონელი მოდელი ნატალია სივიეცი, რომელიც ეროვნული ნაკრების მატჩებს შთამბეჭდავი დეკოლტეთი ერთგულად ქომაგობდა. ევრო-2012-ის წყალობით, ნატალია ინტერნეტის ვარსკვლავად და ბევრისთვის სასურველ ქალბატონად იქცია.


არაერთმა ჟურნალმა მასზე ნადირობა დაიწყო. პოლონელმა შავგვრემანმა კი საბოლოო არჩევანი ახლახანს ”ფლეიბოიზე” შეაჩერა. ცნობილმა გამოცემამ ნატალია ”მის ევროდ” შერაცხა, გულშემატკივარმა კი პოლონელ ლარისა რიკელმედ, რომელმაც დანარჩენი მსოფლიოს ყურადღება სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიპყრო. 



Leave a Reply.