Picture
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, პრემიერი ვანო მერაბიშვილი მზადაა "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან დებატებში მონაწილეობა მიიღოს.

როგორც თაქთაქიშვილმა განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებელი დათანხმდა ინიციატივას პირდაპირი ეთერი დაუთმოს დებატებს.

ჩიორა თაქთაქიშვილი იმედს გამოთქვავს, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერთან ტელეეთერში დაპირისპირებას თავს არ აარიდებს. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე, ასევე მზადაა განსხვავებული შეხედულებების მქონე პოლიტიკურ ძალებთან დებატებში მონაწილეობისთვის. 



Leave a Reply.