Picture
”ფეისბუქში” პოპულარულია ”ქართული ოცნების” საწინააღმდეგო და ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ფოტო-სლოგანები. ერთ მათგანს აწერია - ”მე არ ვოცნებობ, მე ვმუშაობ. N5”. მეორე ფოტოზე 41 ზომა კალოშია გამოსახული, რომელსაც აწერია - შემოხაზე 41. ხოლო მესამე ფოტოზე, ”ნაციონალური მოძრაობა” და ”ქართული ოცნება” არიან დაპირისპირებულები. მარცხენა კუთხეში ჩანს 41 რიცხვი, რომელიც დაშლილია ცალ-ცალკე წევრად. 4+1=5 ”ოცნების დრო არაა” -  წერს ”ქარხნული ოცნების” გვერდი.

”მარტივი არითმეტიკა. მარტივი არჩევანი! მარტივი გამარჯვება! :)”, ”მართლა ქარხნული ოცნებაა ამათი საქართველო”, ”მაგარია”, ”არ უნდა იყო მართლა კალოში, ამ ნომრისთვის ბიულეტენი გააფუჭო?”, ” საწყალ 41 ზომა კალოშს რომ დასცინიან, ნეტა რით ჩამოვიდნენ ნაც.გუნდის სოფლელები 41–ე განედზე მდებარე დედაქალაქში? :)‎”, ”4+1=? :)))))))))))))))))))))))”, ”შემოხაზე და მოუხაზე”, ”სალამი ბიჭებს, ტუფლები გვიჭერს!”, ”შემოხაზეთ 41 და რუსული ჩექმა არ აგცდებათ 41 ზომის”, ”ოცნების დრო არაა, საქმე ოცნების მაგივრად :p” - წერენ იუზერები.



Leave a Reply.