Picture
საიტ „newsland.ru“-ზე მიმომხილველი სევერნი უკანასკნელი კვირის სიახლეებზე საუბრისას, საგანგებოდ ჩერდება ობამას კანონპროექტზე ჯანმრთელობის დაცვის შესახებ. ავტორი აღნიშნავს, რომ ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს ყველა ამერიკელი მოქალაქისათვის მიკროჩიპის ჩადგმას 2013 წლის 23 მარტამდე. ამ იმპლანტირებული რადიოსიხშირის იდენტიფიკატორის - მიკროჩიპის - ჩადგმის მიზანი  იქნება სამედიცინო დახმარებისთვის კონტროლის გაწევა, მაგრამ აშშ-ის რიგ შტატებში (მათ შორის ვირჯინიაში) უკვე აგორდა პროტესტების ტალღა ლოზუნგით: „შეაჩერეთ ეშმაკის ბეჭედის კანონი“.

თავის დროზე პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა უარი თქვა ამ კანონის მიღებაზე,  რადგან მასში ხედავდა „ანტიქრისტეს ბეჭედს“. ობამა ამჟამად მხოლოდ მეისრის როლს ასრულებს,  თორემ მიკროჩიპის ჩანერგვის გეგმა რამდენიმე ათეული წლის წინ იყო დამუშავებული და მისი დაჩქარება მოხდა  ჯორჯ ბუშისა  და მისი გენერალური პროკურორის - ჯონ ეშკროფტის მოღვაწეობის პერიოდში.

ავტორის ინფორმაციით, ბილდერბერგის ჯგუფს განკარგულება აქვს გაცემული - მოხდეს  აშშ-ის მოსახლეობისა და შემდეგ მთელი მსოფლიოს ჩიპირება. მათ მიერ  2013 წელი დადგენილია  თარიღად, როდესაც აშშ-ში დაბადებულ ყოველ ბავშვს, გაჩენისთანავე ჩაედგმება  მიკროჩიპი.
 


Comments

08/25/2012 4:57am

ეს ინფო არ არის ახალი... ბაზრობა.ინფო და კერძოდ მე ფორუმებზეც და ჩემს ვიდეოებშიც ხშირად ვსაუბრობდი ამაზე უკვე 8 წელია და მაშინ არავის არ ეჯერა.... ადამიანი ძალიან ურწმუნოა ხშირად იმიტომ რომ არ უნდა გააქანოს ნაცრისფერი ნივთიერება.....

Reply



Leave a Reply