Picture
რუსეთში მოქმედი საკომუნიკაციო ჰოლდინგი Минченко консалтинг-ი 60 რუს ექსპერტზე, პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტის წარმომადგენელზე დაფუძნებულ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის სახელია "ვლადიმერ პუტინის დიდი სახელმწიფო და პოლიტბიურო 2.0". რესპოდენტები ანონიმურობის გარანტიით გამოიკითხნენ, შესაბამისად უცნობია თუ კონკრეტულად ვიზეა დაფუძნებული ეს ანგარიში. ამ ანგარიშზე დაყრდნობით რუსულმა Коммерсант-მა, newsru-მ, Газета.Ru-მ და სხვა მედიის წარმომადგენლებმა სტატიები დაწერეს. 

Picture
როგორც ანგარიშში ირკვევა ვლადიმერ პუტინი უკვე აღარ მართავს ქვეყანას ერთპიროვნულად და არც ტანდემში. მას უკვე ჩამოყალიბებული პოლიტბიურო ყავს, რომელიც ანგარიშში Политбюро 2.0-ად არის მოხსენიებული. პოლტბიუროში პუტინთან დაახლოევებული და ყველაზე გავლენიანი 8 პოლიტიკოსი და ბიზნესმენი შედის.  

პოლიტბიუროს სათავეში დგას დიმიტრი მედვედევი. ეს მისთვის ჩამოქვეითებაა, ცოტა ხნის წინ იგი ქვეყანას ტანდემში ვლადიმერ პუტინთან ერთად მართავდა. ამის მიუხედავად ის მაინც პუტინის შემდეგ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად ითვლება. მას ყავს თავისი ეკონომიკური გუნდა. ყავს ასევე გავლენიანი იურისტები სასამართლოებში და არაერთი გავლენიანი გუბერნატორი. მის მოკავშირეების რიგში შედის რომან აბრამოვიჩიც. 

პოლიტბიუროს კიდევ ერთი გავლენიანი წევრია სერგეი ივანოვი. იგი რჩება პუტინისთვის სანდო კაცად და მისი მთავარი საქმეა საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში ელიტის გავლენის ბალანსის დაცვა. 

ახალ პოლიტბიუროში კარგად არიან წარმოდგენილები ბიზნესმენებიც. მაგალითად "როსნეფტის" დირექტორი იგორ სეჩინი, რომელსაც ანგარიშის მიხედვით ძალოვან კადრებშიც აქვს სერიოზული არაოფიციალური გავლენა. პოლიტბიუროში მსხვილი ბიზნესმენები გენადი ტიმოჩენკო და სერგეი სობიანინაც შედიან.

პოლიტბიუროს წევრია სახელმწიფო კომპანია "როსტეხნოლოგიის" დირექტორი სერგეი ჩემეზოვი. იგი გერმანიის დემოკრატილ რესპუბლიკაში ვლადიმერ პუტინთან ერთად მუშაობდა, როგოც КГБ-ს თანამშრომელი. პოლიტბიუროში შედის მოსკოვის მერიც სერგეი სობიანინი და კრემლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვიაჩესლავ ვოლოდინი.

პოლიტბიუროს წარმომადგენლებს მოსდევს 45 გავლენიანი პირი, რომლებიც პოლიტბიუროს წევრობის "კანდიდატებად" არიან მოხსენიებულები. მათ შორის არის პატრიარქი კირილე, ალექსანდრე კუდრინი და მიხეილ პროხოროვიც. ეს უკანასკნელი "სისტემური ოპოზიციის" ნაწილია. 

ერთპიროვნული მმართველობის დასრულების მიუხედავად პუტინი მაინც ყველაზე ძლიერი ადამიანია რუსეთში. მასზეა დამოკიდებული ყველა მნიშვნელოვანი ენერგოპროდუქტებთან დაკავშირებული შეთანხმებების გაფორმება. იგი მართავს "გაზპრომს" და წამყვან რუსულ ბანკებს. ასევე მისი მოვალეობაა პოლიტბიუროში ბალანსის დაცვა. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ ახალი პოლიტბიროს Политбюро 2.0-ის მთავარი მიზანია გადააქციოს სახელმწიფო მათ საკუთრებად. ამ "ორგანიზაციაში" შემავალი წევრები მონაწილეობენ და მართავენ ქვეყნის უმთავრეს ეკონომიკურ პროექტებს.   




Leave a Reply.