ბრიუსელის მთავარი მოედანი ცოცხალი ყვავილების ხალიჩით მორთეს. ამ ულამაზესი სანახაობის შესაქმნელად 120 მოხალისე მუშაობდა. "ხალიჩის" მომზადებას 700 ათასი ყვავილი დასჭირდა. შთამბეჭდავი სანახაობა ბელგიის დედაქალაქში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და ხუთი დღის განმავლობაში გრძელდება.
მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით