Picture
მსოფლიოში დღეს ცაციების საერთაშორისო დღე აღინიშნება. უცხოური მედიის ცნობით, ცაციების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიცია 1976 წლიდან არსებობს, რის მიზეზი ისიც გახდა, რომ ცაცია ბავშვებს სკოლაში მარჯვენა ხელით წერას აიძულებენ, რაც მათ ფსიქიკაზე ნეგატიურად აისახება.

ინფორმაციის თანახმად, ცაციების მასობრივი მოძრაობა 1980 წლიდან დაიწყო, რისი მიზეზიც აშშ-ში სამსახურიდან ფრანკლინ უიჰბორნის დათხოვნის მიზეზი გახდა. პოლიციელი ცაცია იყო და ცეცხლსასროლი იარაღის ჩასადებს ქამარზე მარცხენა მხარეს იმაგრებდა, რაც უნიფორმის დარღვევად ჩათვალა პოლიციის ხელმძღვანელობამ.


ცაციების შტაბბინის წარმომადგენლები დიზაინერებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებს თხოვენ, ისეთი ნაწარმიც შექმნან, რომელიც ცაციებისთვისაც მოსახერხებელი იქნება გამოსაყენებლად.

სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში მოსახლეობის 7-17 % ცაციაა. 

Your comment will be posted after it is approved.


Leave a Reply.