Picture
მმართველი გუნდი, ტელედებატებში მონაწილეობის მისაღებად, მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა გააკეთა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოპონენტებს სატელევიზიო დებატებში იწვევს. ჩვენი მიზანია გავიმარჯვოთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ამისთვის კი, სატელევიზიო დებატებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სატელევიზო დებატებში იწვევს ძირითადი პოლიტიკური ოპონენტების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს და საპარალმენტო სიის პირველ ნომრებს. 

საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ გაეცნონ მათ მიერ წარდგენილი პოლიტიკური ძალის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პროგრამას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორივე პოლიტიკური ლიდერი, ბატონი დავით ბაქრაძე და ბატონი ვანო მერაბიშვილი მზად არიან პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად“ - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

სწორედ დღეს დასახელდა მმართველი გუნდის სიის პირველი ნომერი - დავით ბაქრაძე და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი - ვანო მერაბიშვილი.

პრემიერ-მინისტრის დებატებში მონაწილეობისთვის მზაობა, "Georgian Daily News“-ს მთავრობის კანცელარიაშიც დაუდასტურეს.   



Leave a Reply.