Picture
ჯონ ლენონის მკვლელმა მარკ დევიდ ჩეპმენმა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, შეწყალება მეშვიდედ ითხოვა. 

ნიუ-იორკის ციხის პრეს-მდივნის ლინდა ფოგლიას (Linda Foglia) თქმით, საქმის განხილვა 21 აგვისტოს დაიწყება და კვირის ბოლოსთვის დასრულდება. 

ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ დამნაშავის წინა ექვსი თხოვნა არ დააკმაყოფილა. ყოველ ჯერზე ჩეპმენის თხოვნაზე უარს ლენონის ქვრივი იოკო ონო ამბობდა. 

ჩეპმენმა ჯონ ლენონს 1980 წლის 8 დეკემბერს ნიუ-იორკში, მუსიკოსის სახლთან ესროლა. იმავე დღეს ლენონმა თავის მკვლელს ავტოგრაფი მისცა. 

მუსიკოსი იოკო ონოსთან ერთად ხმის ჩამწერი სტუდიიდან რომ ბრუნდებოდა, შეპმენმა მას ხუთჯერ ესროლა. ლენონი 

Picture
საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ იგი სისხლის დაკარგვის შედეგად გარდაიცვალა. 

მკვლელობის დროს ჩეპმენი 25 წლის იყო და ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. სასამართლომ მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა სასჯელის 20 წლის ამოწურვის შემდეგ, მას უფლება აქვს ყოველ 2 წელიწდადში ერთხელ შეწყალება ითხოვოს. მის გათავისუფლებაში გადამწყვეტი სიტყვა ლენონის ქვრივს ეკუთვნის. 

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.  



Leave a Reply.