Picture
ძლიერმა სეტყვამ დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე პრობლემები შექმნა.

4 სოფლის:  კოჯორის, კიკეთის, დიდებისა და ტაბახმელის მოსახლეობას სერიოზული ზიანი მიადგა. დაზიანდა მათი საცხოვრებელი სახლები.

დაზარალებულთა განცხადებით 

ნახევარსაათიანმა სეტყვამ გაანადგურა ხეხილი და სახნავ-სათესი მიწები. ჩაამსხვრია ავტომანქანების მინები.

ადგილობრივი მთავრობა ზარალს ითვლის. გამგეობის წარმომადგენელთა განცხადებით, თითოეული დაზარალებულის აღრიცხვის შემდეგ მათ ზარალი აუნაზღაურდებათ.

დასუფთავების სამსახური კი დასუფთავების სამუშაოებს ახორციელებს. 




Leave a Reply.