Picture
ინგლისის ქალაქ როისტონის მერიამ გადაწყვიტა მეტისმეტად მომრავლებულ მტრედებთან ბრძოლა შუა საუკუნეების კერძის - „მტრედის ღვეზელის“ საშუალებით. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ქალაქის საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა - 89 წლის ჯონ სმიტმა ეს წინადადება შემოიტანა, როგორც ქალაქის ცენტრალურ კვარტლებში მომაბეზრებელი ფრთოსნების თავიდან მოცილების საშუალება. 
„ყველა მტრედი უნდა შეიჭამოს“ - უდრტვინველად შენიშნა მან და გაიხსენა, რა გემრიელი იყო ღვეზელები, რომლებიც ცხვებოდა მეორე მსოფლიო ომის სასურსათო გაჭირვებისას.

როისტონში სიტუაცია მართლაც კრიტიკულია - ცენტრალურ ქუჩებში სიარული ჭირს, მტრედების უსაშველო სიმრავლის გამო. ეტყობა, მალე მართლაც გახდებიან ისინი „მტრედის ღვეზელის“ წერა!

გეგმის მიხედვით, ეს ღვეზელი აუცილებლად უნდა შევიდეს ქალაქის საზოგადოებრივი კვების მენიუში. მით უფრო, რომ 500 წლის წინ ინგლისში მტრედიანი ღვეზელი დელიკატესად ითვლებოდა და ის სამეფო მაგიდასაც კი ამშვენებდა. სხვათა შორის, ინგლისურ კულინარიაში კერძში იშვიათად ხმარებულ სხვა ფრთოსნებზეც არ ამბობდნენ უარს - მეფე ჰენრიხ VIII -ს ძალიან უყვარდა ბეღურების რაგუ. ხოლო, აღდგება თუ არა ბეღურების რაგუ როისტონში, ეს ჯერჯერობით არ არის ცნობილი. 



Leave a Reply.