Picture
რუსმა ოპოზიციონერმა გარი კასპაროვმა, დაპატიმრებისას პოლიციელს უკბინა.

რუსეთის შსს ცნობით, დაზარალებულს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მათივე ინფორმაციით, პოლიციელს მარცხენა ხელზე და საჩვენებელ თითზე აქვს ნაკბენი.

"ამ ფაქტთან დაკავშირებით, მასალები გროვდება, რომელიც საპროცესო გადაწყვეტილების მისაღებად, საგამოძიებო კომიტეტს გადაეცემა", - აცხადებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გარი კასპაროვი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, კბენის შესახებ.

"ის რომ მე ვინმეს ვუკბინე, სისულელეა. ვეცადე გამოვმძვრალიყავი, მაგრამ კბილები არავისთვის ჩამიჭერია. შეიძლება მას თავისივე ძაღლმა უკბინა. ჩაატარონ ექსპერტიზა", - ამბობს კასპაროვი.

როგორც კასპაროვმა Эхо Москвы-ს განუცხადა, მისთვის დაკავების მიზეზის განმარტების ნაცვლად, ომონის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა, უმოწყალოდ სცემეს.

წყარო:  echo.msk.ru

Leave a Reply.