Picture
ჩილეს ქალაქ ტემუკოში გერმანულმა ნაგაზმა, სახელად ამანდამ საკუთარი ხუთი ლეკვი პატრონის სახლში გაჩენილ ხანძარს გადაარჩინა. უჩვეულო შემთხვევა ქუჩის სათვალთვალო კამერამ გადაიღო.

ჩანაწერში ჩანს, რომ ძაღლს ლეკვები ალმოკიდებული სახლიდან გამოჰყავს და უსაფრთხო ადგილზე, სახანძრო მანქანის საბარგულში გადაყავს. ამანდამ სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო, კვამლით სავსე სახლში რამდენჯერმე შევიდა და 

ლეკვები პირით სათითაოდ გამოიყვანა.

მოგვიანებით ძაღლი თავის ლეკვებთან ერთად ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ერთი ლეკვის, ამპაროს გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამანდას გმირობას სოციალური ქსელებში ინტერნეტ-მომხმარებელთა მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.  



Leave a Reply.