Picture
გაერთიანებული სამეფოს ბიზნესის, ინოვაციების და უნარჩვევების სამინისტროს (BIS) განცხადებით, "თბილავიამშენი" და უკრაინული სამხედრო სიმულატორების მწარმოებელი კომპანია Market-Mats-მა, ამერიკული საკონსულტაციო კომპანია Get It Group LLC-ის შუამავლობით ჰერეფორდის სამრეწველო ზონასთან ერთობლივი ხელშეკრულება გააფორმა ორი სამრეწველო კომპლექსის განთავსების შესახებ. 

Picture
განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰერეფორდში „თბილავიამშენის“ და Market-Mats–ის მიერ დაგეგმილი ორი ახალი საწარმო „1 000–ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, საიდანაც 10%–ზე მეტი დამწყებები მუშა-ხელი იქნება“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს დამწყები მუშა-ხელისთვის სპეციალური სკოლების შექმნას.  

"თბილავიამშენიდან" თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ საწარმო "დელტას"  მრავალპროფილური საწარმოა, რომელიც სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების მრავალფეროვან პროდუქციას ქმნის, მათ შორის ჯავშანმანქანა "დიდგორსა" და ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ლაზიკას". მისი პროდუქციაა ასევე პირველი ქართული საარტილერიო დანადგარი და უპილოტო საფრენი აპარატი. 

"თბილავიამშენის" მფლობელობაშია თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანა, სწორედ ამ ქარხანაში სტუმრობისას სქართველოს პრეზიდენტმა დაათვალიერა საქართველოში ნაწარმოები იარაღები. ხოლო ქარხნის თანამშრომლებთან საუბრისას, მან ქართველებს ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნის გარდა ქართველების დასაქმების პირობაც დადო. 

ჰერეფორდის სამრეწველო ზონა, სადაც განთავსდებდა ქართულ-უკრაინული საწარმოები, ერთ–ერთია იმ 24 ახალ ზონას შორის, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს კოალიციურმა მთავრობამ ახალი ბიზნესებისა და სამუშაო ადგილების შექმნის წახალისების მიზნით ჩამოაყალიბა.  




Leave a Reply.