Picture
ამერიკელი სოციოლოგების ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ აშშ-ში მოზარდებში სულ უფრო პოპულარული ხდება ქალწულობის ინსტიტუტი. 

გამოკითხვაში მონაწილეობა კოლეჯის ასაკის (18-23 წლის) 2000-მა გოგონამ მიიღო. გამოკითხულთა 69%-მა განაცხადა, რომ სექსი 18 წლამდე არ ჰქონია. 43%-ის განცხადებით, მათ საერთოდ არ ჰქონიათ ინტიმური კავშირი. 

იმ გოგონათა პროცენტული რაოდენობა, რომლებსაც 18-წლამდე აქვთ სექსი, 1988 წლის მონაცემებთან შედარებით 10%-ით შემცირდა. 

უარი სექსუალურ გამოცდილებაზე გოგონებმა იმ მოტივით თქვეს, რომ "ერთადერთ და განუმეორებელ სიყვარულს" ელოდებიან და სურთ, რომ სწორედ ის იყოს პირველი. სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ახლა აშშ-ში გოგონებს აღარ რცხვენიათ ღიად თქმა, რომ სექსუალური გამოცდილება არ აქვთ. 

ეს შედეგები ამავე ხასიათის სხვა კვლევებმაც დაადასტურა. ფსიქოლოგებისა და სექსოლოგების მტკიცებით, შესაძლოა გოგონებს ვაგინალური სექსი არ აქვთ, თუმცა ისინი სხვა სახის სექსუალურ აქტივობებს მიმართავენ, რაც უამრავი ვენერიული დაავადების გავრცელების საფრთხეს ზრდის. 

მათივე მტკიცებით, პირველი ღამის საყვარელ მამაკაცთან გატარების პროპაგანდას აქტიურად ეწევიან ჰოლივუდში. სექსოლოგები თვლიან, რომ ფილმებში თავდაცვის საშუალებების პროპაგანდაც უნდა მოხდეს. 

წყარო




Leave a Reply.