Picture
პალო-ალტო, კალიფორნია: ადგილობრივი პრესა The San Jose Mercury News-ის სახით გვატყობინებს, რომ გაძარცვეს სტივ ჯობსის სახლი, რომელიც მდებარეობს 2101 Waverley Street-ზე. ბოროტმოქმედმა გაიტანა 60 ათასი დოლარის ნივთები, ის უკვე დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება. 

Picture
სხვა დეტალებს პოლიცია ჯერ არ ახმაურებს, მხოლოდ ერთი კომენტარით შემოიფარგლება — როგორც ჩანს, ქურდი Apple-ის აწ გარდაცვლილი ხელმძღვანელის სახლში შემთხვევით მოხვდა და არ იცოდა სახლის მფლობელის ვინაობა. მისი ყურადღება მიიპყრო სახლში მიმდინარე რემონტმა. 

დაკავებული აღმოჩნდა კარიმ მაკფარლინი, 35 წლის, რომელმაც პოლიციას განუცხადა, რომ დანაშაულზე გამოუვალი მდგომარეობის გამო წავიდა — ის უსახლკარო გახლავთ და მანქანაში სძინავს. წააწყდა რა შემთხვევით ცარიელ სახლს, გადაწყვიტა გაექურდა.

მაკფარლინმა ჯერ დაგუგლა, როგორ გაეყიდა ნაქურდალი ნივთები და შემდეგ გადაწყვიტა თავისი პირველი ქურდობა ჩაედინა — ჩაიცვა სამშენებლო ხელთათმანები, სახლიდან გამოიტანა:

ორი iMac
სამი iPad
ერთი Apple TV
სიფონი Sodastream
და Tiffany-ს ძვირფასეულობა
ნაქურდალს შორის აღმოჩნდა აგრეთვე სტივ ჯობსის საფულე მართვის მოწმობით და საკრედიტო ბარათების ნაკრებით, ასევე ერთ დოლარიანი კუპიურით — როგორც იცით, სწორედ ამდენი გახლდათ სტივის წლიური ხელფასი.

ნაქურდალის ჯამური ღირებულება 60 ათასი დოლარის ფარგლებშია.

დანაშაული 2012 წლის 17 ივლისს მოხდა. მაკფარლინს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

წყარო




Leave a Reply.