Picture
ბაგრატის ტაძარზე უკვე დასრულდა ჯვრის აღმართვის ცერემონია, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სახელმწიფოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ესწრებოდნენ.


როგორც მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძარში შეკრებილი მოსახლეობის წინ აღნიშნა, ეს დღე მნიშვნელოვანია არამარტო ქუთაისისთვის, არემედ მთელი საქართველოსთვის.

„საბჭოთა კავშირის დროს ცეკას მდივნები ანგრევდნენ და აჩანაგებდნენ კულტურულ მემკვიდრეობას. ახლა კი საქართველოში კულტურული აღმავლობის ხანაა. დღეს ბაგრატის ტაძარზე ჯვარი აღვმართეთ, ხვალ ფოთის ტაძარს გავხსნით, სულ მალე კი, ანაკლიის მშენებლობა დაწიყება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. ადგილობრივების გარდა, ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვის ცერემონიას რაიონებიდან ჩამოსულებიც ესწრებოდნენ.ბაგრატის ტაძარზე დღეს 300-კილოგრამიანი, 2 ,12 მეტრის სიმაღლის ჯვარი აღმართეს. 



Leave a Reply.