Picture
გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში 77 წლის ეთერ ტურიაშვილს  საკუთარმა შვილმა ყელი გამოჭრა.  გარდაცვლილი ქალბატონი დღეს ოჯახში სტუმრად მისულმა მეზობელმა ნახა. თვითმხილველთა განცხადებით, ქალბატონი სამი დღის გარდაცვლილია.
როგორც „GDN“-ს თვითმხილველებმა განუცხადეს,

 ქალბატონის გვამი გახრწნილ მდგომარეობაშია.

არსებული ინფორმაციით, მკვლელმა დედას დანაშაულის დაფარვის მიზნით პოლიეთილენის პარკები და ყუთები დააფარა. როგორც ტურიაშვილების მეზობლები ყვებიან, მამაკაცი დედას  ხშირად ემუქრებოდა თავის მოჭრით.

ახალგაზრდა მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ის სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. მალხაზ ტურიაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში დედასთან ერთად მარტო ცხოვრობდა. 



Leave a Reply.