Picture
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მემილიონე ტურისტი, პოლონელი მეჩესლავ იეჟევსკი დააჯილდოვა.

პოლონელ ტურისტს მომავალი წლისთვის საჩუქრად გადაეცა ერთკვირიანი დასვენების საგზური ბათუმის სასტუმრო "შერატონში", ხოლო ბათუმის ტურიზმის 

სააგენტომ ის ექსკურსიების და სხვადასხვა ტურისტული აქტივობების სასაჩუქრე პაკეტით უზრუნველყო.

2012 წლის განმავლობაში აჭარაში მილიონზე მეტი ტურისტი შემოვიდა, რაც გასული წლის ამავე დროის მონაცემთან შედარებით, 35%-ით მეტია. ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ.

მათი თქმით, წელს განსაკუთრებით უცხოელი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. აჭარას დასასვენებლად, მეზობელ ქვეყნებთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპელი ტურისტებიც აკითხავენ.

როგორც დეპარტამენტში ამბობენ, წელს მნიშვნელოვანი ზრდა იყო პოლონეთიდან, რაც ვარშავიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერულმა ავიარეისებმაც განაპირობა. 






Leave a Reply.