Picture
ისრაელის პოლიცია უცნაურ ექსპერიმენტს იწყებს, რომელიც პოლიციის ძაღლების თაგვებით ჩანაცვლებას გულისხმობს. პოლიციელები ძაღლების ნაცვლად, ნარკოტიკზე მღრღნელებს "დაგეშავენ".

სამართალდამცავ ორგანოებში აცხადებენ, რომ თაგვების ამ მიზნით გამოყენების იდეა მათ "ჰაი-ტექ" კომპანია Bio Explorers-მა მიაწოდა. 

ლაბორატორიული ცდების შედეგად დადგინდა, რომ თაგვებს ყნოსვის სისტემა, ძაღლებთან შედარებით გაცილებით განვითარებული აქვთ.

პოლიციას ახლა იმის გარკვევა მოუწევს, შეიძლება თუ არა თაგვი ისე გაიწრთვნას, რომ ნარკოტიკის ადგილსამყოფელს მიაგნოს. როგორც გაზეთი Yedioth Ahronoth-ი იუწყება, ექსპერიმენტი 5 თვეს გაგრძელდება, რომლის ბოლოს გადაწყდება, ჩაირიცხებიან თუ არა მღრღნელები პოლიციის "შტატში". 

მსგავსი ექსპერიმენტი პირველად ტარდება. მას ანალოგი არ აქვს. 

მომზადებულია Yedioth Ahronoth-ის მიხედვით.



Leave a Reply.