Picture
სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ცხინვალის ჩრდილოეთით განლაგებული ქართული სოფლების დანგრევის ბრძანება გასცა. ეს ის სოფლებია, რომლებიც 2008 წლის აგვიტოს ომის დროს განსაკუთრებიოთ დაზარალდა.

"ამ ტერიტორიებზე დასახლებული ადგილები აღარ იარსებებს", - განაცხადა დე-ფაქტო პრეზიდენტმა. 

თიბილოვის ინიციატივით, „გასუფთავებულ“ ტერიტორიებზე სამრეწველო და სოფლის მეურნეობისობიექტები განთავსდება. შეიცვლება ამ სოფლების სახელწოდებებიც.

გაზეთ „იზვესტიას“ ინფორმაციით, საუბარია სულ 8 სოფელზე. ამ სოფლებს შორის მოხვდათამარაშენი, აჩაბეთი, ქურთა და კეხვი.

თიბილოვის თქმით, უკვე ნანგრევებად ქცეულ ტერიტორიებს უახლოეს მომავალში იურიდიულად გააფორმებენ, რათა ზედმეტი კითხვები არ წარმოიშვას. იურიდიული საკითხების მოგვარების შემდეგ, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ინიციტივით, ტერიტორიებზე საწარმო ობიექტების მშენებლობა დაიწყება. 



Leave a Reply.