Picture
1. ელექტრონული ტანსაცმელი

ფორესტის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა გამოიგონეს ნაჭერი, რომელიც შესაძლოა დამტენ საშუალებათ გამოვიყენოთ. ნაჭერი ჩვენს სითბოს ელექტროენერგიად აქცევს და შემდეგ შეგიძლიათ დატენოტ ტელეფონი და სხვა მოწყობილობები.  დევიდ კეროლის გამოგონებამ 10-15% დატენა ტელეფონი, რომელიც ელექტრონულ შარვალზე 8 საათის მანძილზე იყო შეერთებული.

2. ეკრანი შეზღუდვების გარეშე

”არ არის საკმარისი მხოლოდ კომპიუტერები და პლანშეტები” ფიქრობს  Frog-ის დიზაინერი მარკ როლსტონი. მისი იდეაა მთელი სახლის კედლები აქციოს ეკრანებად. პირდაპირ სამზარეულოდან შესაძლებელი გახდება ვიდეო კონფერენციების მოწყობა,  კარადიდან ახალი ამბების გაგება, მაგიდიდან ინტერნეტში შესვლა.

3. თმის დაბანა ხელების გარეშე

15 წუთიანი პროცედურა იწყება იმით, რომ ადამიანი თავს ხრის მოწყობილობის წინ, რომელიც საპარიკმახეროს ნიჟარას წააგავს.  თმაზე ავტომატი ასხავს წყალს და შემდეგ შაპმუნს. ხელების მაგივრად 23 სილიკონის თითი ემსახურება კლიენტს

4. ექიმი მანქანაში

რამოდენიმე ავტომობილში უკვე დამონტაჟებულია მოწყობილობა, რომელიც ავარიის შემთხვევაში ავტომატურად ატყობინებს სასწრაფო დახმარების ჯგუფს თუ რა ტრამვებია. მიჩიგანის უნივერსიტეტში გააფართოვეს მანქანის ექიმის შესაძლებლობები, მოწყობილობას თითქმის ყველა ავარიული შედეგის ამოცნობა შეუძლია და წინასწარ განსაზღვრა, რომელი დაზარალებული რომელ საავადმყოფოში საჭიროებს გადაყვანას.

5. ხერხემლის გამრუდების საწინააღმდეგო მოწყობილობა

კომპანია Philips-ის მონიტორი  ErgoSensor რომელიც დამაგრებულია სკამზე, მას ავტომატურად შეუძლია ამოიცნობს, სკამზე მჯდომი როდის მოადუნებს ყურადღებას და წელში მოიხრება.  შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ ErgoSensor-ი გამოსცემს სიგნალს.

6. სხეულის მოძრაობა როგორც log in-ი

კანადელმა და იტალიელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი განსაკუთრებული მანერა ტელეფონის აღების. ეს ”ცერემონია” ისეთივე უნიკალურია ყველა ადამიანისთვის, როგორც თითის ანაბეჭდი.  ასევე გამოიკვლიეს ყველაზე გავრცელებული პაროლი, რომელსაც iPhone-ზე აყენებენ, ეს არის – 1234.

 

7. საშიში სათამაშო მოედნები

ორი ნორვეგიელი ფსიქოლოგი თვლის, რომ  საბავშვო მოედნები სუსტი ბავშვებისთვის არის გაკეთებული. ”ბავშვები მიჩვეულები არიან რომ კედელზე ასვლის დროს არაფერი დაუშავდებათ, ჩამოსრიალების დროს არაფერი მოუვათ, როდესაც გაიზრდებიან და რეალურ სამყაროს პირისპირ დაუდგებიან ყველაფერი ძალიან რთული მოეჩვენებათ ” აცხადებენ ლეიფ კენერი და ელენ სენდსერერი. მათ იდეას მხარი დაუჭირა კომპანია Landscape Structures და ააგეს საბავშვო 3 მეტრიანი ჩამოსასრიალებელი მილი, რომელიც სრიალის დროს ბრუნავს.

8. სამყარო ნაბახუსევის გარეშე

ლონდონში უკვე ახლოს არიან ისეთი ალკოჰოლური სასმელის გამოგონებასთან, რომელიც მეორე დღეს ნაბახუსევს არ იწვევს. ჯგუფმა, რომელსაც დევი ნატომი ხელმძღვანელობს, მიიღეს  6 ნაერთისგან შემდგარი ელემენტი, რომელიც ბენზოდიაზეპამთან სტრუქტურულად ძალიან ახლოს დგას. ნატი აცხადებს ,რომ ალკოჰოლის შემცვლელს არ გააჩნია სუნი და თავისუფლად შეიძლება ნებისმიერ უალკოჰოლო სასმელში ჩამატება,  როდესაც გამოფხიზლება მოგინდებათ მხოლოდ სპეციალური წამლის მიღება იქნება საჭირო. 
Picture
9. საყიდლების კალათა რომელიც თქვენს აზრებს კითხულობს

Chaotic Moon Labs თებერვალში ჩააატარა ცდა და წარმოადგინა საყიდლების კალათა, რომელიც აზრებს კითხულობს. იმისათვის, რომ კალათამ იმუშაოს, მომხმარებელი წინასწარ აგზავნის ტექსტურ შეტყობინებას., რის შემდეგაც კალათა ხვდება რომელი მომხმარებელი მიუახლოვდა. მასში დამონტაჟებული  Kinect სისტემის დახმარებით კალათა მიყვება მომხმარებელს და უჩვენებს სასურველი პროდუქტის ადგილმდებარეობას. თუ მომხმარებელი არასწორედ ირჩევს პროდუქტს კალათა გამოსცემს სიგნალს.  მას კიდევ ერთი დადებითი თვისება გააჩნია, პროდუქტი, რომელიც კალათაში ხვდება, ავტომატურ სკანირებას გადის და თანხა სალაროსთან მისვლამდე შეიძლება გადაიხადო.


Picture
10. ჭკვიანი კბილები

პრინსტონის მეცნიერები მუშაობენ კბილის უთხელეს სენსორზე, რომელიც ადამიანს ბაქტერიების დაგროვებაზე, კარიესის გაჩენაზე ან იმფექციაზე ამცნობს. ასეთი მოწყობილობა დიდი ხანი კბილზე არ ჩერდება, მითუმეტეს კბილების გამოხეხვის დროს, ამიტომ გადაწყვეტილია მზგავსი, იაფი და ერთჯერადი  მოწყობილობების გამოშვება.

11. დიაგნოსტიკა ძილის დროს

პატარა სესნორის მეშვეობით, რომელსაც ძილის დრო იკეთებენ შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობის დიაგნოსტიკა. მსგავსი ტექნოლოგია დაგეხმარებათ ნაადრევ სტადიაში გამოავლინოთ, დეპრესიის, შიზოფრენიის, ალცგეიმერის, პარკინსონის დაავადებები, აცხადებს სენსორის გამომგონებელი ფილიპ ლოუ. ლოუს გამოგონებამ დიდი წვლილი შეიტანა ბავშვთა აუტიზმის გამოკვლევაში. მეცნიერი მუშაობს მოწყობილობის ახალ ვერსიაზე, რომელიც 4ჯერ უფრო პატარა იქნება ვიდრე წინამორბედი. „ძილი ტვინთან მიმავალი პორტალია“ აცხადებს ფილიპ ლოუ.

12. ხანძრის აცილების ახალი ხერხი

პენტაგონის მეცნიერებმა გამოიგონეს მოწყობილობა, რომელსაც ჯოხის ფორმა აქვს. ცეცხლის დროს ჯოხიდან იშლება ელექტრონული ველი და ფარავს ხანძრის ზონას და ჟანგბადს არ აძლევს საშუალებას შეახწიოს ველის შიგნით. აქედან გამომდინარე, თუ ჟანგბადი არ არის ცეცხლი ავტომატურად ქრება. ჯოხის გამომგონებელი მეტ გუდმანია. გუდმანის მოწყობილობას უკვე იყენებენ შენობების დაპროექტების დროს..

13. კოლოფი რომელიც იჭმევა

ჰარვარდის ბიოინჟინერებმა გამოიგონეს საჭმლის შესაფუთი კოლოფი რომელიც იჭმევა. რამდენი კოლოფია თქვენს მაცივარში და რამდენ კოლოფს  ნაგვის ურნაშიყრით?! შესაფუთი მასალა ჯერ-ჯერობით იოგურტისგან და ნაყინისგან მზადდება, ასეთ შეფუთვებში პარიზის ლაბორატორია-მაღაზიაში უკვე გამოჩნდა.

14.  მეეზოვე

უკვე აღარ არის საჭირო ბაღში სიარული და ნიადაგის შემოწმება, ამას თქვენს მაგივრად კომპანია Toro-ს ავტომატები გააკეთებენ. სენსორები ,რომლებიც მაგრდება მიწაში აკონტროლებენ ნიადაგის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში რწყავენ ან  მინერალებს და სასუქს უმატებენ.

15. რობოტი ცხოველები

კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიგონეს ბეწვი, რომელიც ალერგიას არ იწვევს. ზოგჯერ ადამიანს უნდა ძაღლის ან კატის სახლში მიყვანა, მაგრამ ალერგიის გამო ვერ ახერხებს. ბეწვს შეუძლია ნებისმიერი ფორმის მიღება და შინაური ცხოველის ქცევების იმიტირება.


Picture
16. გამარტივებული დალაგება

სითხე, რომელიც ზედაპირზე სპრეის საშუალებით ისხმევა, დაბინძურების შემთხვევაში მიკრობებს და ბაქტერიებს აფერადებს, რის შემდეგაც სახლის პატრონს ეცოდინება, რომ კონკრეტული ადგილი გასაწმენდია.

17. გატაცების საწინააღმდეგო სისტემა

ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია, ამ გამონათქვამმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი სიმართლე.გარე ველოსიპედის დამცავები შეიცვალა და ამიერიდან სისტემა თვითონ ველოსიპედში იქნება ჩმონტაჟებული რაც ძველი რულის საკეტებისგან განსხვევებით არ იხსნება.


Picture
18. თამაში მოძრაობის დროს

ახალი მინი სათამაშო აპრატი, რომელიც მეტროს ვაგონებშიხელის მოაჯირებთან დამაგრდება საშუალებას მისცემს მგზავრებს წონასწორობა შეიკაონ და ამავდროულად ითამაშონ.


Picture
19. სისხლის ანალიზი დეპრესიაზე

პროფესორმა ევა რედეიმ გამოაქვეყნა სტატია რომელშიც აცხადებს რომ მიაკვლია ხერხს სისხლის ანალიზით იმ მოლეკულების გამოვლინებას, რომლებიც დეპრესიის სხვადასხვა ფორმის მიზეზები ხდებიან.

20.კომფორტული თვითმფრინავი

სტანდარტული თვითმფრინავში ჰაერი ისეთივე მშრალია, როგორც არიზონას უდაბნოში, რის გამოც ფრენის დროს დაღლილობა და გაუწყლოება ხდება. თვითმფრინავები რომლებსაც ამზადებენ ნახშირბოჭკოვანი მასალისგან ამნაირი პრობლემა არ გააჩნიათ. ნახშირბოჭკოვანი თვითმფრინავი არ ჟანგდება შესაბამისად მათში ჰაერის რეგულირება უსაფრთხოა. იაპონურმა ავიაკომპანიამ უკვე შიძინა ასეთი თვითმფრინავები და ანხორციელებენ ფრენას ტოკიო ბოსტონის მიმართულებით.


გაქვს იდეა? გსურს შენი პოსტიც განთავსდეს ჩვენს გვერდზე? მაშინ ატვირთე

 


Comments




Leave a Reply