Picture
წელს სოციალური ქსელების შემოსავლები 17 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც 2011 წელთან შედარებით 43 %–ით მეტია.

კერძოდ, Gartner–ის კვლევის თანახმად, გასულ წელს სოციალურმა ქსელებმა 11,8 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს. ექსპერტების დასკვნით, წელს ამ კომპანიებს თანხების ნახევარზე მეტს სარეკლამო შემოსავლები მოუტანს.


„მართალია, სოციალური ქსელების მოხმარებელთა რაოდენობა დიდია, მაგრამ ბაზარი ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაზე იმყოფება შემოსავლების მიღების შესაძლებლობების თვალსაზრისით. ჯერჯერობით რეკლამა მათი შემოსავლის ძირითად წყაროდ რჩება,“ – განაცხადა Gartner–ის ანალიტიკოსმა ნეხა გუფთამ.

ექსპერტები უკვე დიდი ხანია საუბრობენ, რომ ინტერნეტ–რეკლამისადმი, კერძოდ, სოციალურ ქსელებში განთავსებული რეკლამისადმი კომპანიების ნდობა იზრდება.

მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინური კომპანიების უმეტესობამ უარი თქვა რეკლამის პრესასა და ტელევიზიაში განთავსებაზე და სარეკლამო კამპანიები ინტერნეტში გადაიტანეს. ამან უმსხვილეს ჩინურ საძიებო სისტემა Baidu–ს საშუალება მისცა, კვარტალური მოგება 70%–ით გაეზარდა. 

Georgian Daily News



Leave a Reply.