Picture
მწერალმა და ოპოზიციური მოძრაობა "ჩაის ფართის" (Tea Party movement) აქივისტმა, ჯერომ კორსმა ბარაკ ობამას საიდუმლო ჰომოსექსუალურ ქორწინებაში დასდო ბრალი. მისი მტკიცებით, ობამას ჰომოსექსუალური კავშირი კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის დროს ოთახის ბინადარ მამაკაცთან ჰქონდა. 

"საარქივო მასალები და დოკუმენტები შევაგროვე და საკმარისი მტკიცებულება მაქვს იმისა, რომ ჩვენი პრეზიდენტი ჰომოსექსუალისტია. იმიტომ არ გავისარჯე, რომ ობამა განვსაჯო. ამით იმის ჩვენება მინდა, რომ პრეზიდენტი ბევრ რამეს მალავს", - წერს ჯერომ კორსი საკუთარ ბლოგში.

პოლიტიკოსმა მომავალი პრეზიდენტის ფოტოები შეისწავლა და შემდეგ  ...

დასკვნამდე მივიდა - მომავალი მეუღლის, მიშელ რობინსონის გაცნობამდე რამდენიმე წლით ადრე ბარაკ ობამა საქორწინო ბეჭედს ატარებდა. 

"პრეზიდენტის ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, მან მიშელი 1989 წელს გაიცნო და მასზე 1992 წელს დაქორწინდა. მაგრამ ფოტოებზე ჩანს, რომ პრეზიდენტს 1981 წლიდან მოყოლებული არათითზე ბეჭედი უკეთია, რომელიც არც სუვენირია და არც სასწავლო დაწესებულების ნიშანი",- დარწმუნებულია კორსი. 

კორსის მტკიცებით, აშშ-ის ლიდერს ნიუ-იორკში ოთახის მეზობელ, პაკისტანელ სოალი სადიკისთან ჰქონდა სექსუალური კავშირი. 

"რამდენიმე ფოტო შევისწავლე, რომლებზეც ობამა ფაქტობრივად მეგობრის მუხლებზე ზის. ვინ იქცევა ასე, თუ არა საყვარლები?!" - ამტკიცებს ჯერომ კორსი. 

პოლიტიკოსის აზრით, ბარაკ ობამას ცხოვრება "გამოცანებითა და საიდუმლოებებით" არის სავსე, რაც ამომრჩეველს მისი დიპლომატიური შესაძლებლობების შეფასებაში ხელს უშლის. 

ადრე, კორსმა ნიუ-ჯერსიში რესპუბლიკელების ყრილობაზე ბარაკ ობამას დაბადების მოწმობის ასლი გამოამზეურა, იგი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მოწმობა ყალბი იყო. 

”ჩაის ფართი” აშშ-ის კონსერვატიულ-ლიბერალული მოძრაობაა, რომელიც 2009 წელს დაფუძნდა. 

მოძრაობის სახელი 1773 წლის მოვლენებს უკავშირდება, როცა საპროტესტო აქციები ლოზუნგით - ”საპარლამენტო წარმამადგენლობის გარეშე - გადასახადებს უარი!" მიმდინარეობდა. შედეგად, ამერიკელმა კოლონისტებმა ინგლისური ჩაის ტვირთი გაანადგურეს. 



Leave a Reply.