Picture
"დათო, მამა, ოქრო ვერ არის, მაგრამ შენ გამოასწორებ" - ჩასძახა ლეიბიდან ჩამოსულმა გიორგი გოგშელიძემ კამერებს ბრინჯაოს მედლისთვის გამართული შეხვედრის დასასრულს და ისე მიაშურა გასახდელ., უხეირო რაკურსის გამო კარგად ვერ გაარჩევდი, ტიროდა თუ დაღლილობისგან მოხუჭა თვალები... 

თუმცა, როგორც უნდა იყოს, შეუძლებელია უემოციოდ მიიღო ეს სიტყვები და მით უფრო, არ თანაუგრძნო დიდ ფალავანს, რომელიც ოლიმპიური ოქროს გარეშე ასრულებს კარიერას... დიახ, კარიერას, რადგან სპორტიდან წასვლის შესახებ თავად სპორტსმენმა განაცხადა...  

არავინ იცის, რამხელა ტკივილია ჩადებული ამ სიტყვებში. ვერც იმას დათვლის ვინმე, რამდენი შრომა ჩადო კარიერის ასეთ დასასრულში. სამაგიეროდ, მისი გაწბილებაა სავსებით გასაგები... ის ხომ იმისთვის დარჩა სპორტში, ლონდონიდან ჩემპიონის გვირგვინით წასულიყო...

გოგშელიძემ ნახევარფინალში ამერიკელ იაკობ უორნერთან მარცხი მუხლის ტრავმით ახსნა - მყესები ჰქონია დაწყვეტილი! ამ ფონზე მისი მედალი კიდევ უფრო დასაფასებელია. არადა, ოდნავ ბედსაც რომ გაემართლებინა და უორენთან მეორე პერიოდში მისი ფერის ბურთულა ამოსულიყო, ალბათ, ჩემპიონიც გახდებოდა...  
 


Comments




Leave a Reply