Picture
მომდევნო 100 წლის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება 1 მლრდ ადამიანის ნაადრევ სიკვდილს გამოიწვევს. ასეთ პროგნოზს ბუფალოს (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერები აქვეყნებენ. მათი კვლევის შედეგები ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა. შედარებისთვის, XX საუკუნეში თამბაქომ ნაადრევად 100 მლნ ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

მკვლევარებმა ბანგლადეშის, ბრაზილიის, ჩინეთის, ეგვიპტის, ინდოეთის, მექსიკის, პოლონეთის, რუსეთის, ტაილანდის, თურქეთის, უკრაინის, ურუგვაის, ვიეტნამისა და ფილიპინების მკვიდრი საშუალო და დაბალშემოსავლიანი 3 მლრდ ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. 

შემდეგ კი ეს მონაცემები აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებლების შესახებ ინფორმაციას შეადარეს.

როგორც აღმოჩნდა, GATS-ს (გენერალური შეთანხმება მომსახურებით ვაჭრობის შესახებ) წევრ ქვეყნებში მამაკაცების 49%, ხოლო ქალების 11% თამბაქოს ამა თუ იმ ფორმით მოიხმარს. მართალია, თამბაქოს მოყვარულთა შორის მამაკაცები ჭარბობენ, მაგრამ ქალებიც, ძლიერი სქესის წარმომადგენელთა მსგავსად, საკმაოდ ადრე, ანუ 17 წლის ასაკში იწყებენ თამბაქოს მოხმარებას. თამბაქოზე დამოკიდებულთა 64% სამრეწველო წარმოების სიგარეტს მოიხმარს.

თამბაქოს ყველაზე მეტი მოყვარული ჩინეთში ცხოვრობს (301 მლნ-დან 53% მამაკცი), შემდეგ მოდის ინდოეთი 274 მლნ მწეველით (48% მამაკაცი). 

ყველაზე მეტი ადამიანი, რომელმაც თამბაქოზე დამოკიდებულება დაამარცხა, აშშ-ში ცხოვრობს, ასევე დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში და ურუგვაიში. ამერიკელმა მეცნიერებმა ახალი ვაქცინა შექმნეს, რომელიც ნიკოტინზე დამოკიდებულებას კურნავს და წარმატებით გამოსცადეს თაგვებზე. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პასიური მოწევით მსოფლიოში ყოველწლიურად 600 000 ადამიანი იღუპება.

მომზადებულია science.compulenta.ru-ს მიხედვით. 

 


Comments




Leave a Reply