Picture
ბევრმა არ იცის, რომ მექსიკაში, კუნძულ გრენადას სანაპიროებთან, კარიბის ზღვის ფსკერზე, მსოფლიოში ერთადერთი წყალქვეშა მუზეუმი არსებობს. 
იხილეთ ვიდეო

10 მეტრის სიღრმეზე გასაოცარი და წარმოუდგენელი სურათი იშლება. აქ ადამიანების 400 ფიგურაა განლაგებული. წყლის დინება და შუქი კი მოძრაობის ილუზიას ქმნის. 

კარიბის ზღვის წყალქვეშა მუზეუმი 2006 წელს შეიქმნა. იდეა და 65 ფიგურა ცნობილ მოქანდაკე ჯეისონ ტეილორს ეკუთვნის. ეს პროექტი კი 350 მილიონი დოლარი დაჯდა. 

თითოეული ქანდაკება 2 ტონაზე მეტს იწონის. ამიტომ ისინი არ მოძრაობენ და არ იქცევიან წყალში.

ქანდაკებების განთავსება საკმაოდ რთული პროცესი იყო. 

ფიგურების შესაქმნელად გამოიყენეს PH და სპეციალური შემადგენლობის მქონე ცემენტი, რომელიც ხელს უწყობს მათზე მარჯნის ზრდასა და იზიდავს სხვა ცოცხალ ორგანიზმებს. 

შთაბეჭდილების მოხდენის გარდა, ქანდაკებები მეტად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ წყალქვეშა სამყაროსთვის. ამ ფიგურებში მდგარი ორგანიზმები იბუდებენ.   

Georgian Daily News




Leave a Reply.